საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პროკურატურაში ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობენ. გედევან ფოფხაძის განცხადებით, იმ პატიმრების წახალისება, რომლებიც დაუმორჩილებელი სტანდარტებით მოქმედებენ, სწორი არ არის:
“რომ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება, მე ვერ ვხედავდი საჭიროებას. უბრალოდ სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, შიდა დონეზე ჩვენ იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს არის გარკვეული წახალისება იმ მსჯავრდებული ადამიანების, რომელთაც შეუძლიათ ახალ-ახალი ვერსიები შესთავაზონ საზოგადოებას ან საგამოძიებო ორგანოებს იმის თაობაზე თუ რა ცუდ პირობებში არიან. არ მგონია, რომ სწორი იყოს იმ პატიმრების წახალისება, რომლებიც ასეთი დაუმორჩილებელი სტანდარტებით მოქმედებენ,“ - განაცხადა ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






