საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიულჯგუფის განცხადება
პოლიტიკა - 13:35, 21 Jun, 2016     820

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიულჯგუფი განცხადებას ავრცელებს.

ინტერპარტიული ჯგუფი ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ განცხადებით მიმართავს.

,,საზოგადოების ყურადღებას ერთხელ კიდევ მივაპყრობთ იმ სამწუხარო ფაქტს, რომ ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“ პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნა მათივე ინიცირებული კანონ-პროექტის განხილვა შერეული წევრობის პროპორციული სისტემით (ე.წ. „გერმანული მო-დელით“) პარლამენტის არჩევნების ჩატარების შესახებ. აღნიშნულის მიზეზად დასახელდა კანონ-პროექტის მისაღებად საჭირო დეპუტატთა ხმების არასაკმარისი რაოდენობა. ჩვენ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ქვემორე ხელისმომწერი ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის პოლიტიკური გაერთიანებები, ვითვალისწინებთ რა ქართული საზოგადოების მოთხოვნასა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების შესახებ, ერთსულოვნად ვთანხმდებით, რომ საარჩევნო სისტემა მაქსიმალური სიზუსტით უნდა ასახავდეს ამომრჩეველთა განწყობას ანუ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა უნდა იყოს არჩევნებში მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციული. ზემოთქმულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონ-პროექტი ჯერ კიდევ წარმოადგენს საარჩევნო სისტემის გაჯანსაღების რეალურ შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებული კონსულტაციებისას საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა თანხმობა და მზადყოფნა გამოთქვეს ინიცირების შემთხვევაში მხარი დაეჭირათ კანონ-პროექტისათვის არჩევნების ე.წ. „გერმანული მოდელით“ ჩასატარებლად. ჩვენი შეფასებით, ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა პარლამენტის დღის წესრიგში კენჭისყრაზე დადგეს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ მიერ ინიცირებული კანონ-პროექტი, რითაც საპარლამენტო ძალებს საშუალებას მისცემს სრული მობილიზება მოახდინონ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. ამასთან, მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი და არგუმენტები იქნება გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის. კანონპროექტის სესიაზე განხილვა შექმნის საჭირო ხმების შეგროვების დამატებით შესაძლებლობას, ხოლო საკითხის საერთოდ მოხსნა დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანს სისტემის შეცვლის შესაძლებლობას, რაც უკიდურესად უარყოფითად შეასდება ჩვენი მხრიდან. მივმართავთ ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ რათა მთელი ძალისხმევა მიმართონ აღნიშნული კანონ-პროექტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გასანხილველად, რაც ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალას მისცემს შესაძლებლობას საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 13 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს:


1. ახალი მემარჯვენეები
2. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია
3. გაერთიანებული დემოკრატები
4. საქართველოს ევროპელი დემოკრატები
5. თავისუფლება
6. თავისუფალი საქართველო
7. საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
8. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
9. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
10. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
11. საქართველოს ლეიბორისტული პარტია
12. რეფორმატორები
13. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42