„თავისუფალი დემოკრატების" აბაშის ორგანიზაციის წევრები "ოცნებას" შეუერთდნენ - ცაგარეიშვილი ზეწოლაზე საუბრობს
პოლიტიკა - 13:21, 21 Jun, 2016     2570
„თავისუფალი დემოკრატების" აბაშის ორგანიზაციის 5 წევრი "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ შოთაძე გადაწყვეტილების მიზეზად "პარტიილი ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებებს" ასახელებს, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.
შოთაძის თქმით, ის თანამოაზრებთან ერთად, სრულად იზიარებს ქვეყნის განვითარების იმ ხედვას, რომელიც"ქართულ ოცნებას" აქვს.
თამაზ შოთაძემ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა, თუმცა აბაშის ორგანიზაციის ყოფილ წევრებს უკვე უპასუხეს "თავისუფალი დემოკრატების" ცენტრალურ ოფისში.

"რაც უფრო მეტი ამგვარი მოღალატე დატოვებს ჩვენს რიგებს, მით უკეთესია - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
გია ცაგარეიშვილის თქმით, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია იმ ფონზე, როცა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული არ უნდა იყოს.

"იმ ფონზე, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მას უნდა თავისუფალი გარემო იხილოს და მაქსიმალურად შეზღუდოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დღეს დილიდან დაიწყო გადაბირება ჩვენი აბაშის რაიონული ორგანიზაციის წევრების. დარწმუნებული ვარ, მიმდინარეობდა ზეწოლა, რადგან ამ ადამიანებს არასდროს ამის სურვილი აქამდე არ გასჩენიათ. ორწელიწადნახევარია გამოსული ვართ კოალიციიდან, ეს იცოდა ბატონმა შოთაძემაც, რომელსაც დაუკავშირდნენ რამდენჯერმე ჩვენი წარმომადგენლები და ჩვენს ერთგულებას ადასტურებდა. ერთი მხრივ, გვიმტკიცებდა ერთგულებას, რომ პარტიის რიგებს არ დატოვებს და მეორე მხრივ, ავრცელებდა განცხადებას, თანაც ”ქართული ოცნების” ბანერის ფონზე"- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, "მოღალატეები ქართულ ოცნებას მშვიდობაში მოახმაროს".
"რაც უფრო მეტი ამგვარი მოღალატე დატოვებს ჩვენს რიგებს, მით უკეთესია. თუ ამგვარი ხალხით აპირებს ”ქართული ოცნება” თავისი მომხრეების რიგების შევსებას, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს შოთაძე და ნებისმიერი მოღალატე, რომელიც თავქუდმოგლეჯილი გაიქცა პარტიიდან” - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, მას სხვა რაიონულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42