საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ კორცხელში საარჩევნო უბანზე მოხმდარმა ინციდენტმა საზოგადოებას აჩვენა , რომ საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის, მეტი სიფრთხილეა საჭირო. კახიანის განცხადებით პარლამენტი იმ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც მსგავი ინციდენტების პრევენციისთვის რეგულაციების გამკაცრებას გულისხმობს.
„ი ნიციატვა დადგა კორცხელის ინციდენტის შემდეგ. ბევრი რამ დაგვანახა ამ შემთხვევამ იმ თვალსაზრისით, რომ მეტი სიფრთხილე და პრევენციაა საჭირო იმისთვის, რომ ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად და მეტად დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ, რადგან თურმე შესაძლებველია პროვოკაციებით საარჩევნო გარემოს ასეთი ზიანი მოვაყენოთ. ის ფაქტი, რომ კორცხელის ინციდენტი მოხდა, ცუდია, მაგრამ კარგია რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდა. ეს ხელისუფლებსითვის ნიშანია იმის, რომ მსგავი ფაქტი ოქტომბრის სააპრლამნენტი არჩევნებზე აღარ განმეორდეს. მკაცრდება სანქცია ისეთ შემთხვევებზე, როგორსაც ადგილი ჰქონდა კორცხელში. ამ ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ადგილი ექნება ცემის, ძალადობის ან მუქარას ამაზე განისაზღვრა კონკრეტული საქნცია - ყველაზე რთულ შემთხვევაში დადგენილია თავისუფლების 2- 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა“,-განაცხადა კახიანმა.
აღსანიშნავია, რომ არსბეული კანონმდებლობით პოლიციელს არ აქვს უფლება რომ საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდეს, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი დაამტკიცებს ან კანონპროექტს საჭიროების შემთხვევაში მას ექნება უფლება, რომ კენჭის ყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება. კახციანი მიიცნევს, რომ ახალი ინიციატივა პოლიციელს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს იმისატვის, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს და აღკვეთოს ვითარების დაძაბვა.
მასალის გამოყენების პირობები






