პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და საეჭვო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ
პოლიტიკა - 12:54, 21 Jun, 2016     7492
პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობაში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა და საეჭვო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
ხარაგაულის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს ფლანგავს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამარტივებული წესით აძლევს რამოდენიმე დღის შექმნილ კომპანიებს. რაც კორუფციული გარიგებების საფუძვლიან ეჭვს აჩენს. პარტიაში გაკეთებული განცხადებით ასევე ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ერთ-ერთ ქუჩაზე გზის საფარის ზედიზედ ორჯერ მოწყობის გამო, ბიუჯეტიდან გაიფლანგა 73 ათას ლარზე მეტი.

„მაშინ როცა ჩვენი უამრავი მოქალაქე უკიდურესად გაჭირვებულია, მაშინ როცა ჩვენი თანამოქალაქეები დაუსაქმებლები არიან და მაშინ როცა ქვეყნის მასშტაბით მოშლილია ინფრასტრუქტურა, კონკრეტული ჩინოვნიკები საბიუჯეტო ხარჯებს ფლანგავენ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გამარტივებული წესით აძლევენ რამოდენიმე დღის შექმნილ კომპანიებს. საუბარია ხარაგაულის მუნიციპალიტეტზე სადაც 6 თვეში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებულია 210 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა, აღნიშნული ხელშეკრულებები კი დადებულია ისეთ მიმწოდებლებთან რომლებიც დარეგისტრირებულები იყვნენ ხელშეკრულების დადებამდე 1-დან 30 დღემდე. რაც კორუფციული გარიგების საფუძვლიან ეჭვს იწვევს.

საეჭვო გარიგებების გარდა, ასევე ხარაგაულის რაიონში საქმე გვაქ კონკრეტული უუნარო ჩინოვნიკების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასთან. ამის შესახებ ჩვენი მოძრაობის დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე ისაუბრებს.“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ კომპანია „ჯი-აი-დი“-სთან გაფორმდა ხელშეკრულება ხარაგაულში 8 ქუჩის შეკეთებაზე. სამუშაოს ღირებულებამ კი შეადგენდა 863 ათას ლარი. შეთანხმების მიხედვით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2 თვეში თუმცა ხელშეკრულებაში შევიდა 9 ცვლილება სამუშაოების ვადამ კი გადაიწია 10 თვით. ერთ-ერთი ვალდებულება გახლდათ ერთი ქუჩის ქვაფენილით მოწყობა და ამისთვის გადახდილი იქნა 73 ათას ლარზე მეტი. სამუშაოების დასრულების შედეგ კი ხელშეკრულებაში შეტანილი ბოლო ცვლილებით მოხდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება და ახლად დაგებულ ქვაფენილს გადაეგო ბეტონის საფარი, რაც მუნიციპალიტეტს დამატებით 33 ათას 500 ლარი დაუჯდა. სულ აღნიშნულ ქუჩაზე შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 107 ათას ლარზე მეტი. შედეგად უსარგებლო ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბიუჯეტმა გასწია 73 ატას ლარზე მეტი არაეფექტური ხარჯი.“- განაცხადა კობა ჩიხლაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42