"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე დღეს ბრიუსელში გაემგზავრა. ბურჭულაძე პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან გიორგი რუხაძესთან ერთად შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინაში.
პაატა ბურჭულაძე ასევე შეხვდება საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ევრო პარლამენტის წევრებს გერმანიიდან ჰოლანდიიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი იქნება.
ბრიუსელის შემდეგ სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან ჯანი ბუკიკიოსთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან ნილს მუჟნიეკთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიჩეკ სავიცკისთან.
პაატა ბურჭულაძე სტრასბურგში იმ კანონპროექტსაც ჩაიტანს, რომელიც მისმა გუნდა სპეციალურად ევროპული სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავა და რომელიც, მიზნად ისახავს ძირეულად შეცვალოს სასამართლო სისტემას.
მასალის გამოყენების პირობები






