საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით კომენტარი , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააკეთა. ნოდარ ჯავახიშვილის თქმით ადამიანის უფლებების დარღვევა არა მერაბიშვილის ციხეში ჯდომა, არამედ მისი გარეთ ყოფნა იყო:
„როგორ გგონიათ, ინფრასტრუქტურის მინისტრი იმით უნდა იყოს დაკავებული, ვინმე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დაიწყება თუ არა გამოძიება? როგორც მინისტრი, ისე არ ვამბობ, მაგრამ ვანო მერაბიშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს. მერაბიშვილი ციხეში იჯდება თუ არა, ეს არც არაფორმალურ მმართველობაზე მიუთითებს და არც რაიმე ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ვანო მერაბიშვილი როცა გარეთ იყო, ადამიანის უფლებები მაშინ იყო დარღვეული. ვანოს გვერდით უამრავი მისი ძმა და მეგობარი უნდა იჯდეს”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






