დღევანდელ ბრიფინგზე, ,,ახალი საქართველოს“ ლიდერებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსგან იმ პირის ვინაობის დადგენა მოითხოვეს, რომელიც მათ უკანონოდ უთვალთვალებდა.
,,ჩვენ მოვახერხეთ იმ პირის დაფიქსირება, რომელიც უშუალოდ აწარმოებდა ფოტო-ვიდეო გადაღებას და აღვნიშნეთ,რომ ეს პირი იყო სუს-ის თანამშრომელი. მან ჩვენთან საუბარში თავად დაადასტურა ,რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო.
ამის მიუხედავად, მოკლე დროში, სუსის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა უარყო ეს ფაქტი და აღნიშნა, რომ ეს პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში არ მუშაობს.
ჩვენ ვითხოვთ ამ სააგენტოსგან, თუ ასე სწრაფად შეუძლიათ მოახდინონ რეაგირება, მაშინ ისიც განაცხადონ, სად, რომელ საჯარო სამსახურშია დასაქმებული ეს პიროვნება და თუ არსად მუშაობს, მაშინ გაგვარკვიონ, როგორ მოხვდა ის იუსტიციის სახლის მეორე სართულზე, სადაც უბრალო მოქალაქეები ვერ ახერხებენ გადაადგილებას, ან რატომ იღებდა ჩვენი ,,ახალი საქართველოს“ წევრებს ფოტოკამერით. ასევე მინდა ვიკითხო, რატომ აძლევდნენ იუსტიციის სახლის თანამშრომლები ამ პირს გადაღების უფლებას, როცა ჩვენს აქტივისტებს იმავე ქმედებას უკრძალავდნენ?“-განაცხადა ,,ახალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის,როცა ,,ახალი საქართველოს“ გუნდის წევრებს დასდევენ და უთვალთვალებენ, მსგავსი შემთხვევები მრავლადაა რეგიონებშიც. როგორც ,,ახალი საქართველოს“ წევრები აცხადებენ, უახლოეს მომავალში, ყველა იმ ადამიანს გამოააშკარავებენ, რომლებიც მათი გუნდის წევრებს უკანონოდ უთვალთვალებენ და იღებენ.
მასალის გამოყენების პირობები






