იუსტიციის მინისტრი სამუშაო ვიზიტით არგენტინაში გაემგზავრა
პოლიტიკა - 10:27, 21 Jun, 2016     1047
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არგენტინის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 22 ივნისს დაგეგმილია შეხვედრა არგენტინის იუსტიციის მინისტრ ხერმან გარავანოსთან.

თეა წულუკიანი არგენტინელ კოლეგას ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს გააცნობს. შეხვედრაზე საუბარი იქნება ორმხრივ თანამშრომლობაზე, ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ, სასამართლო რეფორმის სამივე ტალღაზე, პროკურატურის რეფორმაზე, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს წარმატებაზე, ბავშვთა უფლებების დასაცავად გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, ასევე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციისას ბარიერების მოხსნაზე.

გარდა ამისა, თეა წულუკიანი შეხვდება ექსპერტებს, ანტიკორუფციული სახელმწიფო სამსახურის უფროსს, ადამიანის უფლებათა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს. დაგეგმილია მინისტრის სტუმრობა არგენტინის გენერალურ არქივში და შეხვედრა არგენტინის მოდერნიზაციის მინისტრ ანდრეს იბარასთან. ანდრეს იბარას თეა წულუკიანი ინფორმაციას მიაწვდის იუსტიციის სახლების და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და მათი მუშაობის სპეციფიკის შესახებ. ამ კონტექსტში მასპინძლები გაეცნობიან სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობას.

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი არგენტინაში 25 ივნისს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42