ხაშურის მუნიციპალიტეტში 2,2 კმ შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს
პოლიტიკა - 19:19, 20 Jun, 2016     1105

ქალაქ ხაშურში და დაბა სურამში საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური მშენებლობა მიმდინარებს. ამ დროისთვის აგარა-ჯორჯაძის გზის ასფალტირების სამუშაოების 30% დასრულებულია. გზის 1600 მეტრიანი მონაკვეთის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 3000-ზე მეტ ადგილობრივ მცხოვრებს მოასფალტებული და კეთილმოწყობილი ქუჩა ექნება.

დაბა სურამში, საკურორტო ზონაში, 9 აპრილის ქუჩის მიმდინარედ, 650 მეტრი სიგრძის ასფალტ-ბეტონის გზის დაგება მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შედეგად 1000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები ისარგებლებს კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით. რეაბილიტირებული ქუჩა განსაკუთრებულ კომფორტს შეუქმნის, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს.

აღნიშნული გზების სამშენებლო სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ და გუბერნატორის მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა დაათვალიერეს.

როგორც გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა, მნიშნელოვანია, რომ პროექტები საკმაოდ ინტერსიურად მიმდინარეობს და ივლისის ბოლოს დასრულდება.

„პროექტები ინტენსიურ ფაზაშია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი მიიღოს სურამმა. იმედს ვიტოვებ, რომ არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი დამსვენებელიც უხვად ეყოლება ამ ულამაზეს კურორტს“, - აცხადებს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი შიდა ქართლში, იოსებ ოქრომელიძე.

პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2016 წლის ივლისში დასრულდება. სამუშაოებს შპს „გეკა“ ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42