მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის მონაყოლი, თითქოს ის ვიღაცამ საკნიდან გაიყვანა ღიმილის მომგვრელია, თუმცა ამის მიუხედავად ივანიშვილმა თქვა, რომ ამ საქმეზე გამოძიება უნდა დაწყებულიყო.
“მე არ მიმიქცევია ამისთვის იმ დროს შესაბამისი ყურადღება. მახსოვს ის გამონათქვამები, თითქოს ღამე ვიღაცამ თავზე რაღაც ჩამოაცვა და გაიყვანეს. დღესაც მგონია, რომ ეს აბსურდია. რატომ არ აწარმოეს გამოძიება მაშინ, ეს იწვევს კითხვებს. თუკი სტრასბურგში ასეთი კითხვა დადგა, ალბათ ახლა მაინც გამოიძიებენ, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნია ის, რაც მერაბიშვილმა თქვა”- აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე არაფერია ნათქვამი.
რაც შეეხება თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხს ივანიშვილმა თქვა: "თეა წულუკიანის სისუსტე არსად იკვეთება. კარგი იქნებოდა, რომ გამოძიება ეწარმოებინათ თავის დროზე".
კითხვაზე შესაძლებლად მიაჩნია თუ არა, რომ პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილი შიეწყალოს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






