საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 18:12, 20 Jun, 2016     1101
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ის ცვლილებები განიხილეს, რომელიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკლამო დროის განაწილების საკითხს ეხება.

პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მყოფმა ყველა მედიის წარმომადგენელმა ცალსახად განაცხადა, რომ მათთვის ეს კანონპროექტი ქმნის პრობლემებს, ასევე მათ გამოთქვეს გულისტკივილი, რომ დღეს პირველად მიიღეს განხილვაში მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტმა ისე მიიღო კანონპროექტი მეორე მოსმენით და განიხილა მესამე მოსმენით, რომ მათთვის აზრი არ უკითხავთ, რაც ძალიან სამწუხაროა.

კახა კოჟორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს აღნიშნულ საკითხს და მასზე მუშაობას კვლავ გააგრძელებს.

პრეზიდენტის მრჩევლები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, შექმნილი ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი გამონახოს და მის განხილვაში ჩართოს მედიაც და პოლიტიკური პარტიებიც, ვისაც აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ ეხება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თინათინ მჟავანაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ მაჭარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42