მცხეთაში სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამის სამწლიანი ანგარიში კონცერტის თანხლებით გაიმართა
პოლიტიკა - 17:50, 20 Jun, 2016     593
„ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ - ამ მიზნით გუშინ მცხეთაში, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ინიციატივით დიდი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ეძღვნებოდა სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამის 3 წლიან ანგარიშს, თუ რა გაკეთდა სამი წლის მანძილზე საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად და რა იგეგმება მომავალში, რაშიც საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

ღონისძიება გაიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნიისა და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ასევე ოფიციალური მხარდამჭერი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ღონისძიება გაიმართა ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ და ანსამბლ „მცხეთის“ მონაწილეობით. ასევე, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მსახიობებმა გივი ბერიკაშვილმა და კახი კავსაძემ. ოფიციალური პირებიდან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, დეპუტატებმა ზაქარია ქუცნაშვილმა და გიორგი ვოლსკიმ. ასევე, ცნობილმა კომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, დემოგრაფმა ანზორ თოთაძე, დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვაჟა ლორთქიფანიძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ. ბოლოს კი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და დემოგრაფიული აღორძინების ფონდის საპატიო თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

ვაჟა ლორთქიფანიძემ დიმიტრი ხუნდაძეს ყველა ქართველი დემოგრაფის სახელით გადასცა სიმბოლური საჩუქარი - საქართველოს დემოგრაფიული ხე (სუვენირი), ხოლო ვახტანგ წივწივაძემ საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც დიმიტრი ხუნდაძეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ღონისძიება მიყავდა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარეს თამარ ჩიბურდანიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის პროგრამის პროდიუსერს ირაკლი ნიჟარაძეს. მცხეთა-მთიანეთის შემდეგ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი და დემოგრაფიული აღორძინების ფონდი სხვა რეგიონებსაც ეწვევა სახელმწიფო დემოგრაფიული პროგრამის 3-წლიანი ანგარიშით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42