,,კაბელების საქმის“ ადვოკატი დიდ პოლიტიკაში - რა გეგმები აქვს ლევან სამუშიას
პოლიტიკა - 17:39, 20 Jun, 2016     2149
ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი, ლევან სამუშია ამჯერად ბედს პოლიტიკაში გამოცდის.

სისხლის სამართლის სპეციალისტს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, პოლიტიკური გამოცდილება, მცირე თუმცა მაინც აქვს - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ის კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის შტაბის იურისტი გახლდათ.

ამასთან როგორც „ნიუპოსტმა“ სამუშიასთან ინტერვიუსას გაარკვია, ეს უკანასკნელი პარტია ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

მას შემდეგ რაც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებას გუნდის წევრი წარუდგინა „ნიუპოსტმა“ სამუშიასთან გასაუბრება და ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა.

- როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, თქვენ დიდი წარდგენა არ გჭირდებათ, საზოგადოება გიცნობდათ, როგორც იურისტს, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის - ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატი ბრძანდებით... რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?

- "თავისუფალი დემოკრატების" დამფუძნებელი ვარ. როგორც ადვოკატი წინა რეჟიმის მსხვერპლთა დასაცავად ვთანამშრომლობდი ამ გუნდთან ასევე, როდესაც კოალიცია ‘’ქართული ოცნება ‘’ შეიქმნა აქტიურად ვმონაწილეობდი უამრავი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების დაცვაში. მიუხედავად ჩემი სიახლოვისა ‘’თავისუფალ დემოკრატებთან’’ არასდროს მიფიქრია გარდა ჩემი პროფესიული საქმიანობისა აქტიურად ჩავრთულიყავი პოლიტიკურ პროცესებში.

იმედი მქონდა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში სამართლიანობის და ზოგადად სასამართლო სისტემის გაჯანსაღება მოხდებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა. მოქმედმა ხელისუფლებამ ის მანკიერი პრაქტიკა თავიდან ბოლომდე გადმოიბარა და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ გვარ-სახელები შეიცვალა. აქიდან გამომდინარე გადავწყვიტე მოვიდე აქტიურ პოლიტიკაში და ვიბრძოლო იმისათვის რომ სასამართლო სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არ იყოს დაქვემდებარებული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა გავლენისგან გავათავისუფლოთ. მესმის რომ ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი, თუმცა მიღწევადია იმ გუნდთან ერთად, რომელსაც მე წარმოვადგენ.

რაც შეეხება ჩემს არჩევანს - „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პრინციპულობა არაერთხელ გამოამჟღავნეს, მათ 2007 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ დატოვეს თანამდებობები, შემდეგი იყო ე.წ კაბელების აბსურდული საქმე და აქაც ისინი მოიქცნენ პრინციპულად და საკმაოდ მაღალი თანამდებობები დატოვეს და წავიდნენ ოპოზიციაში. აქიდან გამომდინარე ჩემი გადაწყვეტილებაც ლოგიკურია: პრინციპულ ადამიანებთან ჩემთვისაც ძალიან კომფორტულია საქმიანობა.

- როგორც შესავალში ავღნიშნე, ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატიც ხართ, როგორ განვითარდება თქვენი საქმიანობა ამ მიმართულებით, მაშინ როცა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთეთ განაცხადი და პარტია წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფება?

- მოგეხსენებათ, რომ ჩემს გარდა ამ საქმეზე მუშაობს იოსებ ბარათაშვილი, რომელიც სისხლის სამართლის საუკეთესო სპეციალისტია. ამასთან პროცესში ჩართულები არიან ვახტანგ ბიჟინაძე, გიორგი სამუშია, მათ შორის მეც ვარ. არ ვიტყვი რომ ვიყავი, რადგან მაქვს სრული უფლება საადვოკატო საქმიანობა გავაგრძელო, ბუნებრივია სხვა საქმეებით ვერ დავიტვირთები, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში ბოლომდე განვახორციელებ ამ ადამიანების დაცვას.

მესმის თქვენი კითხვაც, ორ ფრონტზე ბრძოლასთან დაკავშირებით, თუმცა მინდა ღიად ვთქვა, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები საიმედო ხელში არიან.

- თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დამდგარი განაჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეთ, რა მოლოდინი გაქვთ?

- ამ ადამიანების პატიმრობა, რომ პოლიტიკური დევნაა ამას ვერავინ ვერ უარყოფს. უმრავლესობის წევრები ძალიან მაღალ აქცენტებს სვამენ ამ საკითხზე, ზოგიერთ მათგანს პრეტენზიაც კი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რომ დასაშვებობის ეტაპი ასე სწრაფად როგორ გაიარა თურმე ამ საქმემ. მათი ეს განცხადებები მეტი არაფერია თუ არა საქმის პოლიტიზირების აღიარება. ყველამ კარგად იცის, რომ ამ საქმეს სამართალთან საერთო არაფერი აქვს - ეს არის პოლიტიკური საქმე და შესაბამისად ჩვენ ჩაგვბარდა პოლიტიკური განაჩენი.

ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას ერთი წამითაც არ შევწყვეტთ, საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული გვაქვს, სასამართლომ სარჩელი დასაშვებად სცნო და წარმოებაში მიიღო. პირველი პროცესიც ჩანიშნული იყო, თუმცა გზაში შეგვატყობინეს, რომ ბატონმა ტურავამ ახალი რეგულაცია გამოიყენა და საქმე პლენუმს გადაეცა განსახილველად. ამასთან განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლოში გასაგებია, რაც ხდება, ნათელია როგორ მძიმედ არის ვითარება დღეს საერთო სასამართლოებში.

თქვენთანაც და ყველასთან მინდა ძალიან მკაფიოდ და დადასტურებულად ვთქვა, რომ ამ ადამიანების უდანაშაულობას სამართლებრივად ძალინ მოკლე დროში გავაფორმებთ.

- რუსთავი 2- ის ადვოკატებიც სამართლიანობის აღდგენას საკონსტიტუციო სასამართლოში ელიან, მათ საქმესაც პლენუმი იხილავს. როგორია თქვენი შეფასება იმ ფორსირებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ურთმელიძემ, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო?

- მე არ ვარ სამოქალაქო საქმის სპეციალისტი, თუმცა პროცესები ფართოდ შუქდებოდა და დასკვნების გამოტანის საშუალებაც მომეცა. ჩემთვის ცნობილია, ჩემს კოლეგებს, რა დრო, ზოგჯერ წლები სჭირდებოდათ თუნდაც ერთი ინსტანციის გავლისთვის სამოქალაქო საქმეებზე.

ამასთან ის გარემოებები, რაც სასამართლო პროცესებს ახლდა, თუნდაც მოსამართლეებთან დაკავშირებით, საკმაოდ არგუმენტირებული კითხვის ნიშნები იყო... ბუნებრივია ეს საბოლოო ჯამში აზარალებს ქვეყნის იმიჯს და სიტყვის თავისუფლებას.

ფაქტია, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რუსთავი 2 ის საქმე პოლიტიკოსების დღის წესრიგში დგას. შემიძლია ვთქვა, რომ მედიასთან ბრძოლა არავის არ მოუტანს სარგებელს.

- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უფლებათა მე-18 მუხლის დარღვევა მხოლოდ 7 საქმეზე დაადგინა. ერთ-ერთი საქმეა ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ… სტრასბურგის გადაწყვეტილებას ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად კითხულობს, ენმ აცხადებს, რომ საერთაშორისო სასმართლო მერაბიშვილის პოლიტპატიმრობაზე მიუთითებს, ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ რომ სტრასბურგის სასამართლო ყოფილი პრემიერის დაკავებაში პოლიტიკურ საკითხს არ ადასტურებს...

- სტრასბურგის სასამართლო არ ანიჭებს პირს პოლიტპატიმრის სტატუსს. ის განცხადებები, რომელიც ამ მიმართულებით კეთდება გადამეტებულია. თუმცა ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს ხელისუფლება დარღვევებში სცნო და კომპენსაციაც დააკისრა.

მინიმუმ არ არის სწორი ის დამოკიდებულება, რომ ხელისუფლება მერაბიშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, იმ ფონზე როცა უმრავლესობის მაღალი რანგის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს ხელისუფლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ მიუღია.

- მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხი - როგორია თქვენი დამოკიდებულება?

- ამ საკითხზე კომპლექსური მსჯელობაა საჭირო. თუმცა ჩემს პირად აზრს მოგახსენებთ: მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანებს ხანგრძლივი დროით, რომ სვამდნენ ციხეში არ მიმაჩნია სწორ გამოსავლად.

- რა იქნება თქვენი მთავარი დაპირება?

- ჩემი და ჩემი პარტიის დაპირებები იქნება მხოლოდ და მხოლოდ რეალური - რეალისტური და კონკრეტულ გეგმაზე დაფუძვნებული. მე ჩემი პროფილით შევეცდები და ეს იქნება გაწერილი პროგრამაში, რომ ის უსამართლობა, რაც სუფევს ქვეყანაში დასრულდეს. ჩვენს პარტიას აქვს ყველაზე სერიოზული პროგრამა იმ ეკონომიკური სიდუხჭირის მოგვარების, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ ხედვებს ამომრჩეველი გაიზიარებს .

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42