„დღევანდელ შეხვედრაზე მყოფმა ყველა მედიის წარმომადგენელმა ცალსახად განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი გარკეულწილად მათ უქმნის პრობლემებს, ასევე გამოთქვეს გულისტკივილი, რომ დღეს პირველად მიიღეს განხილვაში მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტმა ისევ მიიღო კანონპროექტი მეორე მოსმენით და განიხილა მესამე მოსმენით ისე, რომ მათთვის აზრი არ უკითხავთ, რაც არის ძალიან საწყენი. დღეს იყო სამუშაო შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას, მე მინდა მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, რომ გამონახოს ყველა გზა და საშუალება, იმისთვის, რომ ამ ჩიხური სიტუაციიდან როგორღაც გამოვიდეს და რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღონ იმ სუბიექტებმა, ვგულისხმობ პირველ რიგში მედიას და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც პირდაპირ ეხებათ ეს კანონპროექტი.
ვისურვებდი, რომ ეს საკითხი არ მივიდეს მოტივირებულ შენიშვნებამდე, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს ყველა მედიის წარმომადგენლის ცალსახა დამოკიდებულებას. ამ ეტაპზე ვერავის ვერ შევთავაზებ კონკრეტულ ეფექტს, რადგან ეს არის მუშა პროცესი“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხდებენ, რომ უფასო სარეკლამო დროის განაწილება ისე, როგორც ეს კანონპროექტშია მითითებული, ზიან მიაყენებს ტელევიზიების სარეკლამო ბადეს და ეს იქნება დარტყმა მათ ფინანსურ მხარეზე.
მედიამენეჯერები მიიჩნევენ, რომ არსებობს ორი გამოსავალი. ერთი ის, რომ პრეზიდენტმა კონკრეტულ მუხლებს დაადოს ვეტო, ან არსებობს მეორე გზა, საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც ხანგრძლივ დროს მოიცავს. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს სარეკლამო დროის განაწილებასთან დაკავშრებულ ნაწილს, ეს უკვე შემდგომ არჩევენბზე გამოადგებათ ცალკეულ ტელეკომპანიებს.
მასალის გამოყენების პირობები






