უფასო სარეკლამო დრო - არასაპარლამენტო ოპოზიცია რესპუბლიკელების წინადადებას არ ეთანხმება
პოლიტიკა - 14:25, 20 Jun, 2016     1253
წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე განიხილა. მესამე მოსმენა კი სავარუდოდ მიმდინარე კვირას შედგება.

„რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივას არასაპარლამენტო ოპოზიცია არ ეთანხმება. მათ ალტერნატიული წინადადებები აქვთ მომზადებული და ეს ინიციატივები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც გააცნეს.

„ეს წინადადებები არის უკიდურესად შემჭიდროვებული, ხანდახან ღიმილისმომგვრელიც კი არის ის პაკეტი რაც ჩვენ თავიდან წარვადგინეთ და ის, რაც ახლა წარვუდგინეთ პრეზიდენტსაც და რასაც შევთავაზებთ ხელისუფლებასაც. ეს არის ერთის მხრივ კვალიფიციური სუბიექტის ბარიერის დაწევა, სტატუსის განსაზღვრისათვის, მეორე, ეს გახლავთ სამართლიანად განაწილება სარეკლამო დროისა და მესამე ეს გახლავთ კვალიფიციური სუბიექტებისათვის საარჩევნო ნორმის შენარჩუნება, ის, რაც ჰქონდათ მათ წინა არჩევნების დროს“, - აცხადებს მამაუკა კაციტაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ვახტანგ ხმალაძისა და იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი არღვევს პოლიტიკური პარტიების უფლებებს:

„ის კანონპროექტი, რომელიც მოამზადა ვახტანგ ხმალაძემ და იურიდიულმა კომიტეტმა, არღვევს პოლიტიკური პარტიების უფლებებს, ართმევს მათ უფასო სარეკლამო საეთერო დროის დიდ ნაწილს და ითვისებენ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებისთვის და არღვევს ტელევიზიების ინტერესებს. ვცდილობთ შევაჯეროთ სამუშაო ჯგუფში ისეთი ვარიანტი, სადაც არც პოლიტიკური პარტიები დაზარალდებიან, 11 პოლიტიკურ პარტიას ექნება თანაბარი საეთერო დრო და არ წაერთმევა სხვას, მაგალითად „დემოკრატიული მოძრაობის“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ლეიბორისტების“ ხარჯზე. ასევე ტელევიზიებს კი არ გაუუარესდებათ მდგომარეობა, არამედ ჩვენ ვცდილობთ მოვიფიქროთ შეღავათიანი ვარიანტი“, - აღნიშნავს გიორგი ახვლედიანი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42