ივანიშვილის თქმით, კვირიკაშვილი არის პრემიერი, რომელიც იცავს ბიზნესის ინტერესებს.
,,კვირიკაშვილი ყველაფერს აკეთებს ბინესის ხრლშეწყობისთვის. აზრადაც არ მოუვა ჩარევა ბზნესში.
დღეს გვყავს გამჭვირვალე, არაკორუფციული მთავრობა და გვაქვს ასეთი სუსტი ეკონომიკა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოვახერხეთ და მთავრობა იმართება ბიზნესისგან და ხალხისგან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ლობირება გაგვიწიონ საზღვარგარეთ.
არ დაგავიწყდეთ ვინ მართავდა 4 წლის წინ ქვეყანას ერთი ჯგუფი, რომელიც ავიწროებდა ბიზნესს.
ჩემი როლი მინდა შეგახსენოთ მე თამაშის წესები დავაფუძნე. მას ღირსეულად აგრძელებს კვირიკაშვილი და მთავრობა“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასაქმების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.
”სიღარიბე, რომელსაც წარმოაჩენენ ოპოზიციური ძალები და მათგან მართული მედია, ქმნის ხიბლს, რომ ეს ხელისუფლების ბრალია, ეს ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ და სანაცვლოდ აბსოლუტურად გაუაზრებელ დაპირებას სთავაზობენ. ამ შემთხვევაში ბიზნესს საკუთარი პოზიცია უნდა ჰქონდეს და დაეხმაროს საზოგადოებას. ჩვენ უნდა შევაფასოთ, ხელისუფლებას რისი გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა, მაგრამ ეიფორიული წინადადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა შეიძლება ხიფათთან იყოს დაკავშირებული. თუ კიდევ ერთელ შევაფასებთ სხვაობას დემოკრატიულ ღირებულებებსა და ეკონომიკას შორის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავლახოთ ეს დისბალანსი, შევინარჩუნოთ თავისუფალი კონკურენტული ბაზარი” - განმარტა ექს -პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






