რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკავშირებით არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ
პოლიტიკა - 12:33, 20 Jun, 2016     1024
არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სამართალდამცავმა ორგანოებს ფაქტის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით, სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს:

„ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ. მივიჩნევთ რომ აუცილებელია სამართალდამცავმა ორგანოებმა მომხდარი ფაქტის მიმართ ჩატარონ სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი გამოძიება, რომელიც წარიმართება სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით და ორიენტირებული იქნება მომხდარი დანაშაულის გახსნაზე და სამართალდამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემაზე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების ტექსტი და გამოქვეყნებული ვიდეო მასალა, აჩენს განცდას, რომ სამართალდამცველთა მიზანს არასრულყოფილი გამოძიების ჩატარება და ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენა, არამედ მომხდარი ინციდენტის იმდაგვარი წარმოჩენა წარმოადგენს, რომ რუსთავი 2 -ის ჟურნალისტების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ადგილი არ ქონია, ხოლო არსებული დაპირისპირება საზოგადოებამ ყოფით კონფლიქტად აღიქვას.

ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მომხდარი, ისე მსგავსი ფაქტების სწორი სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაცია და გამოძიების ისე წარმართვა, ვინაიდან საქართველოში ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების არც თუ იშვიათი ხასიათისაა, გამოძიება როგორც წესი არ მიმდინარეობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისმუხლით.

ამავდროულად შემაშფოთებელია ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირებული ძალადობის ფაქტებზე ხელისუფლების არასათანადო მოქმედება ანუ მოქმედობა, რაც საზოგადობაში აღვივებს დაუსჯელობის სინდრომს და გარკვეულწილად ახალისებს პოლიტიკური ან სხვა ნიშნით მოტივირებულ ძალადობას.“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერებ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ლგბტ საქართველო

სამოქალაქო განვითარების სააგენტო - CIDA

კავშირი „საფარი“

საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42