პრეზიდენტი ქართველი ადვოკატების გვერდით დგას, როგორც პიროვნულად, ისე ინსტიტუციური გარანტიებით- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 12:21, 20 Jun, 2016     1904

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობის, ეთიკურობისა და კვალიფიკაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა ასოციაციის როლზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, ადვოკატების პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე და იმ პრობლემებზე, რასაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან.
„საქართველოში ადვოკატის პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია დასაქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის განვითარების კონტექსტში.
შეუძლებელია სახელმწიფომ მოახერხოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, თუ ამ სახელმწიფოში დაცული არ არის თითოეული ადამიანის უფლება და ამ ადამიანების უფლების დაცვას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებს ქვეყნის კონსტიტუციური წყობა, მაგრამ ყოველ ინდივიდუალურ და კონკრეტულ შემთხვევაში ამას ახორციელებთ თქვენ, ის ადამიანები, რომლებიც ძალიან სერიოზულ ტვირთს იღებთ საკუთარ თავზე, იცავთ მეორე ადამიანებს, იცავთ მათ უფლებებს და აძლევთ მათ შესაძლებლობას, ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ისინი სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადვოკატთა კორპუსი და მათი საქმიანობა დღეს ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას და მნიშვნელოვან და ფილოსოფიურად გამართულ კონცეფციაზეა აგებული.
„ეს კონცეფცია, იმის ნათელი ხედვიდან გამომდინარეობს, რომ ამ ქვეყნად არ არსებობს ნათლად თეთრი და ნათლად შავი, არამედ არსებობს რაღაც გარემოებები და მიზეზები, რომელნიც ყველაზე მძიმე დამნაშავესაც კი აძლევს იმის უფლებას, რომ ჰქონდეს საკუთარი სიმართლის მტკიცების და საკუთარი უფლებების დაცვის უფლება. ეს ჩვენი მსოფლმხედველობის ფუნდამენტია, ის რაზეც აიგო თანამედროვე ცივილიზაცია და რაზეც დაფუძნდა თანამედროვე სახელმწიფო”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები საზოგადოებაში უნდა იცავდნენ თავისუფალი ადამიანების უფლებებს. პრეზიდენტის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს ადვოკატთა ასოციციაციასთან; პრეზიდენტი ქართველი ადვოკატების გვერდით დგას, როგორც პიროვნულად, ისე იმ ინსტიტუციური გარანტიებით, რომელზეც დგას ჩვენი კონსტიტუცია, საკანონმდებლო სისტემა.“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


კონფერენციას ქართული და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციების ოცდაათზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
კონფერენციის მონაწილეებმა ადვოკატთა წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესების მეშვეობით შესაძლებელი გახდება მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა.
კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროპის საბჭო, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42