“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი გივი თარგამაძე ორთაჭალაში, კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც უწყებაშია ნათქვამი საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი საგამოძიებო ორგანოში ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, იგივე სვანის თემაზე, 5 საათზეა დაბარებული.
„შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე N009190616001 საქმეზე, დავით გერლიანის მიერ კანონიერი ქურდობის ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, გამოკითხვის მიზნით, გთხოვთ გამოცხადდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში“ - წერია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ უწყებაში.

მასალის გამოყენების პირობები






