ენმ-ში ყოფილი მთავრი პროკურორის გარდა, ყოფილი პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობენ.
"აქ ცალსახაა პასუხისმგებლობა, არა მარტო ფარცხალაძის და მაშინდელი პროკურატურის, არამედ მთელი მთავრობის, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ დანაშაულის დაფარვაში. დაწყებული ღარიბაშვილიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაყვანა მასთან შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა, დამთავრებული იმ მინისტრებით, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ"-განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე პოსტსკრიპტუმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის სკანდალურ საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ფარცხალაძის თქმით, მერაბიშვილს მისი ციხიდან გაყვანის, პროკურატურაში მიყვანისა და მასზე ზეწოლის ამბავი მოელანდა, სასამართლომ კი დადგენილება მერაბიშვილის არარეალურ მონათხრობზე დაყრდნობით გამოიტანა.
მასალის გამოყენების პირობები






