ჟურნალისტის თქმით, სამუშაო პროცესში მათ მიუახლოვდათ პიროვნება, რომელმაც მათ მიაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგადაც რუსთავი 2-ის ოპერატორმა ჰკითხა თუ რას უკავშირდებოდა მისი ეს დამოკიდებულება, ელენე ფირცხალაიშვილის თქმით, ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამ დიალოგის შემდეგ დაიწყო.
,,აქ არ ჩანს ხმა. მასალა არ ასახავს რეალობას. ძალიან საწყენია, როცა შს სამინისტრო ისრებ ატრიალებ იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც თავიდასხმის ობიექტი იყო.
ელენე ფირცხალაიშვილი განცხადების იმ ნაწილსაც ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ კურირის გადამღებ ჯგუფს მუშაობა უკვე დასრულებული ჰქონდა.
,,ვინ დაადგინა, რომ გადაღება იყო დასრულებული. მაშინ როცა ჟურნალისტი დგას მიკროფონით ხელში, ხოლო ოპერატორს უჭირავს კამერა, მაშინ როცა ის იმყოფებოდა უამრავი დეპუტატი, მიემგზავრებოდნენ სტრასბურგში და ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა მე გამეგრძელებინა მუშაობა“ - აცხადებს ჟურნალისტი.
მასალის გამოყენების პირობები






