,,ჩემი თვალით დავინახე რამდენიმე გამეტებული დარტყმა თავში“ - ჩიორა თაქთაქიშვილი რ2-ის ჯგუფზე თავდასმის დეტალებს იხსენებს
პოლიტიკა - 15:34, 19 Jun, 2016     3153
რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი. როგორც დეპუტატმა ,,კურიერთან" სატელეფონო საუბარში აღნიშნა, ინტერვიუს დროს მათთან უცხო მამაკაცი მივიდა და მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“მიზანმიმართულად მოგვიახლოვდა ახალგაზრდა კაცი, წვერიანი, შინდისფერი მაისურით, რომელიც მოვიდა უშუალოდ ჩემთან და იკითხა ჩიორა თაქთაქიშვილი ვიყავი თუ არა და ეს არის თუ არა რუსთავი 2, რომელიც ჩემგან იღებს ინტერვიუს. მას შემდეგა რაც მე ვუთხარი, რომ მე ვარ და მივესალმე ამ ადამიანს ამ დროს მან შეგვაგინა პირადად მე და რუსთავი 2-ის ჯგუფს. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ რუსთავი 2-ის ოპერატორმა ჰკითხა, რომ ვის შეაგინა და რატომ შეაგინა და სწორედ ამას მოჰყვა, ამ შინდისფერ მაისურიანი ბიჭის მხრიდან აგრესიული, ძალადობრივი ქმედება. ჩემი თვალით დავინახე რამდენიმე გამეტებული დარტყმა თავში. მე მაქვს კონკრეტული ვარაუდი და დასაბუთებული, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები არავის არ აცილებდნენ და მას შემდეგ რაც მე ჩამოვალ და მივცემ ჩვენებას, ზუსტად ვეტყვი გარემოებებს რაც მე ამის ფიქრის საშუალებას მაძლევს,“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42