,,გერლიანია 1972 წელს სოხუმში დაიბადა და ის 2014 წელს თურქეთში კანონიერ ქურდად აკურთხეს. ამის შემდეგ რამდენჯერმე იყო რუსეთშიდ აკავებული. სხვადასხვა დანაშაულის გამო გერლიანს საპატიმრო დაწესებულებაში საერთო ჯამში მოხდილი აქვს 20 წელიწადზე მეტი. ის იმყოფებოდა უკრაინაში, უკრაინული ყალბი პასპორტით, რომელიც დედის გვარზე დავით ჩაჩიბაიაზე იყო გაცემული. მან უკრაინაში დაკავების დროსაც აღიარა კანონიერი ქურდობა, უკრაინაში შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობს და ამდენად ის იქნა თბილისში დეპორტირებული. არსებობს კადრები როგორ განხორციელდა მისი ჩასმა თვითფრინავში, მითითებული კონკრეტული დრო. შს სამინისროსგან უნდა მომხდარიყო შესაბამისი მოქმედებები, რაც მის აუციელბელ დაკავებაში უნდა გამოხატულიყო. მან თბილსისი აეროპორტიდ ატოვა ყოველგვარი შეფერხების გარეშე. დეპურტირებული ადამიანის მიღება ხდება შს სამინსიტროს წარმომადგენლების მიერ. ამ შემთხვევაში მას არც არავინ დალაპარაკებია და დღეს ის იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. ნებისმიერი განმარტება იქნება შსს-ს მხრიდან მიუღებელი. სავარაუდოდ ისინი იტყვიან რომ ეს ადამიანი არის სხვა გვარის. მასზე ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს საქმე აღძრული. აქ დარიღვა დეპურტირებული ადამიანსი მიღების წესი. ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებს უპრეცედენტო კონცენტრირებას საქართველოს მიმდებარე ტერიტორიებზე ქურდული სამყაროს წევრების. ასევე ხდება თბილისში საართველოდან წასული კრიმინალური ავტორიტეტების დაბრუნება-მოწვევა. შესაბამისად, ჩვენ გეგმაზომიერად ამ ინფორმაციებს გავაჟღერებთ. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, მაშნ როცა მათ აღარ ჰყავთ ამომმრჩეველი, ამომრჩევლის მაგვირობას კრიმნალური ავტორიტეტები ვერ გაუწევენ“ - განაცხადა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები






