იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა
პოლიტიკა - 15:20, 18 Jun, 2016     2028
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღმასრულებელთა საერთაშორისო დღეს კონფერენცია მიუძღვნა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი დაესწრო. თეა წულუკიანმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა და საქმიანობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში აღმასრულებელთა მხრიდან მოქალაქეებისადმი მიდგომა აბსოლუტურად შეიცვალა და ის მხარეების მორიგებასა და მედიაციაზე ორიენტირებული გახდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით, მორიგების მაღალი მაჩვენებლისა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის ქვეყნის მასშტაბით 21 აღმასრულებელს მადლობა გამოეცხადა.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული კვლევების თანახმად, 2015 წლის მონაცემებით, მოქალაქეების მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და კერძოდ, აღმასრულებლის, მიმართ ნდობის მაჩვენებელმა 74 პროცენტი შეადგინა. 64 პროცენტამდე გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა აზრითაც უწყების სერვისები ხელმისაწვდომი და საქმისწარმოება გამჭვირვალე გახდა. გამოკითხული მოქალაქეების 69 პროცენტის აზრით კი, აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებლის საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში უკეთესობისკენ შეიცვალა.

აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების უფროსები და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 170-მდე აღმასრულებელი დაესწრო.

აღმასრულებელთა დღე მსოფლიოში აღმასრულებელთა საერთაშორისო გაერთიანების წევრთა ინიციატივით 2008 წლიდან აღინიშნება, რომელშიც აღსრულების ეროვნული ბიურო 2012 წლიდან ირიცხება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42