ენმ როგორი ამორალურიც იყო ხელისუფლებაში ყოფნისას , იგივე ამორალურია ოპოზიციის სახითაც- კალაძე
პოლიტიკა - 10:53, 18 Jun, 2016     2945

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს, ვიცეპემიერი კახა კალაძე ფეისბუკზე პასუხობს. კალაძის თქმით ნაციონალური მოძრაობბა წინასაარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელებით ჩაერთო:

„პოლიტიკაში მოსვლისთანავე მოვუწოდებდი ყველას აგვეყვანა პოლიტიკური ურთიერთობები ახალ საფეხურზე, ცივილურ საფეხურზე- მორალი ყოფილიყო ჩვენი ხალხთან ურთიერთობის, ერთმანეთთან ოპონირების და თუნდაც კონფრონტაციის მთავარი განმსაზღვრელი.

მე ჩემი წინა კარიერა რა ღირებულებებითაც გავიარე, იგივე ღირებულებებით დავიწყე ეს კარიერაც და ვერანაირი ამორალური, ლოგიკის და ღირსების, ხშირ შემთხვევაში გონიერების ზღვარს მიღმა მდგარი საქციელი, უფრო სწორად -უსაქციელობები, ჩემში განწყობის ცვლილებას ვერ გამოიწვევს. ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყნის სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობა როგორი ამორალურიც იყო ხელისუფლებაში ყოფნისას , იგივე ამორალურია ოპოზიციის სახითაც, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს მათი "პოლიტიკური ბრძოლის" მეთოდები, არ იშლიან თავის სტილს და ოპონირების ერთადერთ საშუალებად იყენებენ ცილისწამებას, სიცრუეს და მოსახლეობის დაზაფვრას დეზინფორმაციით. ეს არის პარტია რომელსაც არც არასდროს ქონია არსენალში პოლიტიკური მუშაობის, ბრძოლის სხვა მეთოდი, ეს არის პარტია რომელიც ქვების და ტალახის სროლით მოვიდა ხელისუფლებაში და თავის "მეორედ მოსვლა" იგივე მეთოდებით სურს. სხვა რეალობაა ძვირფასებო: ხელისუფლება სხვაა, ხოლო ამომრჩეველი კი ბევრად გამოცდილია - მას ყველაფერი ახსოვს! ამიტომაც დაგტოვათ სამუდამოდ წარსულში და გაქციათ ზურგი!

ვიცით ყველამ რომ ეს მათი წინასარჩევნო მარათონის დასაწყისია და კიდევ ბევრ "კომპრომატებს" შეთხზავენ. მე მწამს, რომ ვინც კი დღეს პოლიტიკურ სპექტრში ჯანსაღად აზროვნებს, ყველა მაქსიმალურად ეცდება იზრუნოს ოპონირების დონის და ხარისხის აწევაზე, და ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე საქართველოში. კონკრეტულად ალფა-ბანკის წერილებზე კი რა ვთქვა? გაბრაზება კი არ დაცინვაც არ გამომდის ამ ცილისწამებაზე... ვერაფრით დავეხმარები ენმ-ს ( არ ავყვები ამ ბინძურ თამაშში.“- წერს კახა კალაძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42