თბილისში მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობა იგეგმება
პოლიტიკა - 10:43, 18 Jun, 2016     2134

თბილისის მერია მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობის პროექტის განხორციელებას გეგმავს. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე მზად არის და უახლოეს მომავალში ათ ლოკაციაზე კონკურსი გამოცხადდება.

“დაინტერესებულ ინვესტორებს სიმბოლურ ფასად გადავცემთ მიწას, რომელიც არის მუნიციპალურ საკუთრებაში, რათა მათ პარკინგი ააშენონ და იქიდან შემოსავალი მიიღონ”, - განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა საცობების განტვირთვის მიზნით დაგეგმილ და მიმდინარე სხვა პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. ”პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის მიზნით ხორციელდება პროექტი და დაახლოებით ერთ თვეში იქ მოძრაობა აღდგება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შინდსი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა, რომელიც იმისთვის დავიწყეთ, რომ ქალაქის ისტორიულ უბანში - ასათიანის ქუჩა და სხვა მიმდებარე ქუჩები ავტომობილებისგან განიტვირთოს. ასევე ჩვენ სამება - მახათას მთის დამაკავშირებელი ახალი გზა გავაკეთეთ, რომლის მშენებლობა სულ მალე დასრულდება. ცინცაძე, კარტოზია, საბურთალოს ქუჩაზე უშუქნიშნო მოძრაობის განხორციელების ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყება. გარდა ამისა, გრძელდება ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების პროექტი”, - აღნიშნა ნარმანიამ. მისივე თქმით, ასევე დაწყებულია ახალი ავტობუსების პროგრამა, რაც ძველი ავტობუსების თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42