საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდის ფონდის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა
პოლიტიკა - 10:22, 18 Jun, 2016     1263
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რამსფელდის ფონდის პრეზიდენტსა და აშშ-ს თავდაცვის ყოფილმდივანს დონალდ რამსფელდს და Khalilzad Associates-ის პრეზიდენტს ზალმაი მამოზი ხალილზადს უმასპინძლა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობასა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიისინსტიტუტისა და რამსფელდის ფონდის ეგიდით, თბილისში მიმდინარე კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA)რეგიონული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდსა და ზალმაი მამოზი ხალილზადსსაქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებისა, და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიინტეგრაციის პროცესში გაწეული მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის შემდეგ, დონალდ რამსფელდის ფონდის რეგიონული კონფერენციის მონაწილეებისათვის მიღება გაიმართა. საქართველოსპრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გაძლიერებისა და გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადიწვლილისათვის, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტი დონალდ რამსფელდი და Khalilzad Associates-ის პრეზიდენტი ზალმაი მამოზიხალილზადი ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდნენ.

ქვეყნის პირველმა პირმა მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, იგი მოხარულია,რომ ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველო მასპინძლობს და უზრუნველყოფს ახალგაზრდა და ნიჭიერი ლიდერებისათვის მუდმივ დიალოგსადა ურთიერთობის შესაძლებლობას.

„ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო ასეთ გამორჩეულ საზოგადოებას აქ, პრეზიდენტის სასახლეში.

მივესალმები დონალდ რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტებს, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება საქართველოშიაღენიშნათ.

მჯერა, რომ აქ გატარებულ დღეებს იმ წარმატებულ პროექტებზე ფიქრსა და მუშაობას მოახმართ, რომელთაც თითოეული თქვენგანი საკუთარქვეყნებში ახორციელებთ.

შემიძლია აღვნიშნო, რომ რამსფელდის ფონდის კურსდამთავრებულები დიდ როლს ასრულებენ ქართულ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ დასაქმიან ცხოვრებაში. მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, რათა გაეფართოებინათ საქართველოს გზა დემოკრატიისა და ევროპული დაევროატლანტიკური ოჯახისკენ.

მსურს მადლობა გადავუხადო თავდაცვის მდივანს, ბატონ რამსფელდს და ელჩს, ბატონ ჰალილზადს და გადავცე ყველაზე მნიშვნელოვანიჯილდო, რაც საქართველოს სახელით გადაეცემათ უცხოელებს მათ მიერ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დროს გაწეულიმხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღებას რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისწარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიის ლიდერებიცესწრებოდნენ.

17-19 ივნისს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი და რამსფელდის ფონდი თბილისში ატარებენ კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონულ ფორუმს, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება რამსფელდის სტიპენდიისპროგრამის (Rumsfeld Fellowship Program) ეგიდით. ღონისძიებაში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი რეგიონისთვისმნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. ფორუმში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42