2030-მა “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ დოკუმენტი, მისი ნამდვილობის დადასტურების მიზნით, მოსკოვში, “ალფა-ბანკის” სათაო ოფისში გადააგზავნა, საიდანაც შემდეგი შინაარსის ოფიციალური პასუხი მიიღო.
“თქვენს მიერ ბანკის პრესსამსახურისადმი მიწოდებული დოკუმენტი არის გაყალბებული, ყალბია ასევე ბანკის თანამშრომლის ხელმოწერა. გვსურს, ასევე აღვნიშნოთ, რომ დოკუმენტში დაშვებულია უხეში შეცდომები, რომლებიც ბანკის მუშაობის სპეციფიკას ეხება, კერძოდ ანგარიშების გახსნას”, - ნათქვამია “ალფა-ბანკის” პრესსამსახურის განცხადებაში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ის დოკუმენტები წარუდგინეს, სადაც მათი თქმით ასახულია, როგორც ურიცხავს კალა კაპიტალი ფულს კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს.
წყარო: 2030
მასალის გამოყენების პირობები






