როგორც ბიღიაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მენეჯერზე ხელმძღვანელი პირებისგან გურჯაანის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ზეწოლა მიმდინარეობდა. საბოლოოდ კი ბიღიაშვილს ბაღში ჩატარებული მონიტორინგის დროს საოფისე ინვენტარის, ტუალეტის ქაღალდისა და ღრუბელის მითვისებაში დასდეს ბრალი და გაათავისუფლეს.
ადვოკატს სასამართლოში მენეჯერისთვის გამოცხადებული საყვედურის გამო და მისი თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით ორი სარჩელი აქვს შეტანილი.
"ესენი ცდილობენ რომ ბიღიაშვილს სისხლის სამართლის წესით მოედავონ, თურმე მას არასწორად აქვს ბაწარმოვები სამეურნეო საქონელის ჩამოწერის უწყისი, რომელიც თვეში 15-დან 20 ლარამდე შეადგენს"- აღნიშნა ადვოკატმა.
კომენტარი გააკეთა სოფელ ჭანდრის საბავშვო ბაღის დირექტორმაც. ლელა თევდორაშვილი ბიღიაშვილის გათავისუფლებას სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებით ხსნის.
"გათავისუფლებამდე იყო სასტიკი საყვედური, შენიშვნა, გაფრთხილება და მეოთხე ეტაპი იყო გათავისუფლება. საუბარია სანიტარულ ჰიგიენური პირობების დაუცველობაზე"- თქვა დირექტორმა.
მისი თქმით, თანხის გაფლანგვას პროკურატურა სწავლობს.
მასალის გამოყენების პირობები






