გამწვანების სამსახურის უფროსი ვერეს ხეობაში დარგული მარადმწვანე ხეების მდგომარეობას გაეცნო
პოლიტიკა - 17:05, 17 Jun, 2016     5238
თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის წარმომადგენლებმა ვერეს ხეობაში დარგული მარადმწვანე ხეების მდგომარეობა შეისწავლეს. ადგილზე მერიის წარმომადგენლებთან ერთად კონტრაქტორი კომპანიის შპს „გრინსერვის+“ ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.

სპეციალისტების შეფასებით, ხეობაში დარგული მცენარეების მინიმუმ 80%-ი გაიხარებს. რაც შეეხება დანარჩენს, კონტრაქტორი კომპანიის შპს „გრინსერვის+“-ის მიერ ნერგების მოვლა- პატრონობაზე აღებული ვალდებულების ფარგლებში, იგივე სახეობისა და ზომის ხე მცენარეებით სრულად ჩანაცვლდება. ეს ჩანაცვლება კი არსებული საკონტრაქტო ღირებულების ფარგლებში მოხდება.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის განცხადებით, დარგული მცენარეების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

„მსგავსი მასშტაბის გამწვანების პროექტი ქალაქში არ განხორციელებულა, ამიტომ ბუნებრივია, რომ ინტერესი საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მაღალი. ჩვენ გვაქვს მუდმივი მონიტორინგი დარგული მცენარეების, ასევე თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს კონსულტაცია, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებთან, ასევე ბოტანიკური ბაღისა და კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტებთან“,- განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

კონტრაქტორი კომპანია შპს „გრინსერვის+“-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი კეთდება მწვანე ნარგავების შესანარჩუნებლად. უკვე შეტანილია სასუქი, მიყვანილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა და დაყენებულია ჭიგოები.

პროექტის ფარგლებში, ვერეს ხეობაში სულ 5 000 ნერგი დაირგო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42