რას აცხადებს პოლონეთის სამხედრო ატაშე „ანაკონდა 2016“-ზე ქართველი სამხედროების არწასვლასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 16:33, 17 Jun, 2016     2918
საქართველოში პოლონეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მარიუშ გრჟიბოვსკი საერთაშორისო სამხედრო სწავლება „ანაკონდა 2016“-ში ქართული ასეულის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„2016 წლის 4 ივნისს, 16:40 წუთზე სატელეფონო საუბარი მქონდა გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილესთან, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძესთან. პოლკოვნიკმა ბეგოიძემ ამიხსნა, რომ ქართულ დანაყოფში აღმოჩენილი ჩუტყვავილას ორი შემთხვევის გამო ასეული ვერ შეძლებდა სწავლება „ანაკონდა 2016“-ში მონაწილეობას. რადგან ინკუბაციის პერიოდი კვლავ აქტიური იყო, ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, უარი ეთქვა მიმდინარე სწავლებაში მონაწილეობაზე. პოლკოვნიკმა ბეგოიძემ ასევე მითხრა, რომ ეს ინფორმაცია პოლონეთს დიპლომატიური არხებითაც გადაეგზავნა. კონკრეტულად კი, საქართველოს სამხედრო ატაშემ პოლონეთში, პოლკოვნიკმა ზურაბ ყიფიანმა მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია ჩვენს თავდაცვის სამინისტროს. როგორც კი აღნიშნული ამბავი ჩემამდე მოვიდა, დაუყოვნებლივ ჩავაყენე საქმის კურსში პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის პასუხისმგებელ პირებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის 4 ივნისს 17:00 საათისთვის პოლონეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიღებული ჰქონდა პოლონეთში საქართველოს სამხედრო ატაშესგან.

ჩემი აზრით, ქართულმა მხარემ ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა პრობლემის შესახებ სწავლების ორგანიზატორების ინფორმირებისთვის. ასევე მინდა დავამატო, რომ 2016 წლის 10 ივნისს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პოლონეთის ოპერაციული სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ მარეკ ტომაზეცკის ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმ მიზეზებს ხსნიდა, თუ რატომ ვერ მიიღებდა სწავლებაში ქართული მხარე მონაწილეობას. მინდა ვთქვა, რომ მხარეები სრულ კოორდინაციაში იყვნენ ერთმანეთთან“, - განაცხადა პოლკოვნიკმა მარიუშ გრჟიბოვსკიმ.
2016 წლის 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA 2016"-ში ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს. თუმცა ასეულის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა. აღნიშნული ვირუსი დანაყოფში ერთ-ერთმა ჯარისკაცმა გაავრცელა, რომელსაც დაავადება ოჯახის მცირეწლოვანი წევრისგან გადაედო.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში შედგა კონსილიუმი, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა მიმდინარე წელს დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16"-ში არ მიიღოს მონაწილეობა, რათა თავიდან იყოს აცილებული წვრთნაში მონაწილე სამხედროებში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42