თბილისის მერია - გუბელაძეები მუნიციპალიტეტის საკუთრების მითვისებას ცდილობდნენ
პოლიტიკა - 16:32, 17 Jun, 2016     2044
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს წყნეთის გზატკეცილზე მდებარე ვაგონ-კონტეინერის დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის განმარტებით, უნებართვოდ იყო ჩადგმული. მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია, რომელზედაც მოქალაქე ბელა გუბელაძემ კონტეინერი ჩადა, მერიის საკუთრებაა. მერიაში გუბელაძესა და შ.პ.ს. „კავკასუს როუდ პროჯექტს„ შორის არსებულ ხელშეკრულებაზეც საუბრობენ, რომელიც მოქალაქემ 2009 წელს გზის მშენებლობასთან დაკავშირებით დადო, ხოლო რაც შეეხება კონტეინერს, მერიის განცხადებით, ის 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იდგა.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავზობთ თბილისის მერიის განცხადებას:

,,ამა წლის 17 ივნისს, სააღსრულებლო ფურცლის (№4-5/ს-ვ-170-16) საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა წყნეთის გზატკეცილზე მდებარე მუნიციპალურ ტერიტორიაზე საკ. კოდი (№01.10.16.007.092) უნებართვოდ ჩადგმული ვაგონ-კონტეინერის დემონტაჟი განახორციელეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ შემოწმდა ფაქტი, რომ ვაგონ-კონტეინერი ცარიელი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს დღეს ადგილზე ბელა გუბელაძე და მისი ოჯახის წევრები დახვდნენ.

გუბელაძის განცხადებით, ოჯახს წასასვლელი არსად აქვს და აღნიშნული ტერიტორია მათ საკუთრებას წარმოადგენს.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ტერიტორია, რომელზეც ბელა გუბელაძემ ვაგონ-კონტეინერი ჩადგა, არის მუნიციპალიტეტის საკუთრება ს/კ №01.10.16.007.092. 2009 წლის 25 დეკემბერს, ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე დაგეგმილი ავტომაგისტრალის მშენებლობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მშენებლობის განმახორციელებელ კომპანია - შ.პ.ს. „კავკასუს როუდ პროჯექტ“-სა და ბელა გუბელაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქემ კომპანიას თანხის სანაცვლოდ გადასცა მისი კუთვნილი შენობა-ნაგებობა.

შეთანხმების თანახმად, მშენებელმა - შ.პ.ს. „კავკასუს როუდ პროჯექტ„-მა განახორციელა მოქალაქე ბელა გუბელაძის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და მის სანაცვლოდ, გუბელაძეს გადაუხადა 92 293,71 ლარი (67875 დოლარი). ამავე შეთანხმებით, მოქალაქემ უარი განაცხადა გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების გასაჩივრებაზე, ან ნებისმიერი გზით, შეთანხმებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შეფერხებაზე.

დამატებით გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,რომ გაყიდული ტერიტორიის მიმდებარედ ბელა გუბელაძის საკუთრებაში 13 ივნისის სტიქიის დროს 2 მიწის ნაკვეთი ფიქსირდებოდა, სადაც გუბელაძე გახლავთ არა ერთპიროვნული, არამედ ერთ-ერთი მესაკუთრე და თანამესაკუთრეებს შორის ამ დროისათვის დავა სასამართლოში მიმდინარეობს. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე კი თბილისის მერია მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს კომპენსაცია.

რაც შეეხება ვაგონ-კონტეინერს, სტიქიის დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაგონ-კონტეინერი არ იდგა. 2016 წლის აპრილში წყნეთის გზატკეცილზე, საკ. კოდით (№01.10.16.007.092) და მის მიმდებარედ ბელა გუბელაძის მიერ ვაგონ-კონტეინერის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსების ფაქტთან დაკავშირებით, ზედამხედველობის სამსახურს ეცნობა 2016 წლის 11 აპრილს, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ, ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციით.

შესაბამისად, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, სამართალდარღვევის მიმართ, 2016 წლის 19 აპრილს შედგა მითითება (№001379), რომლითაც მხარეს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ობიექტის დემონტაჟისთვის ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენისათვის. 2016 წლის 3 მაისს სამსახურის შემოწმების აქტით (№001379) დაფიქსირდა მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა. აღნიშნულის გამო, 2016 წლის 25 მაისს, სამსახურის დადგენილებით, ბელა გუბელაძე დაჯარიმდა 10.000 ლარით და დაევალა სახელმწიფოს მიწაზე განთავსებული კონსტრუქციის დემონტაჟი. მიმდინარე წლის 27 მაისს, დემონტაჟთან დაკავშირებით გაიცა სააღსრულებლო ფურცელი (№4-5/ს-ვ-170-16), რომლის საფუძველზეც 17 ივნისს უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ბელა გუბელაძის სახელზე საჯარო რეესტრის ამონაწერებით თბილისში სხვადასხვა ფართებია რეგისტრირებული, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გუბელაძეები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მუნიციპალიტეტის საკუთრების მითვისებას უკანონოდ ცდილობენ“ - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42