საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორია გახსნა და საჯარო ლექცია წაიკითხა.
საჯარო ლექციაზე „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ“ გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის 25 წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საზოგადოების წინაშე მდგარ ამოცანებზე, პოლიტიკურ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობაზე და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
"პრორუსული ან ევროატლანტიკურ სკეპტიკური პოზიციები ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილად არის, მეტიც მე ვვარაუდობ რომ ასეთი პოლიტიკოსები იქნებიან საკანონმდებლო ორგანოში. ამის ვარაუდის საფუძველს მაძლევს ის გამოკითხვები, რომლებიც ჩატარებულა ამ მიმართულებით. ამავე დროს ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი ელემენტარულად არის ოკუპირებული ბირთვული ძალის მქონე სახელმწიფოს ჯარების მიერ. ეს არის ფაქტი. არც ახლა და რწმენა გვაქვს, რომ არც მომავალში, არცერთი ქართველი პოლიტიკოსი, ქართული საზოგადოების წარმომადგენელი, არასდროს უარს არ იტყვის იმაზე, რასაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






