თუ არჩევნებში მონაწილეობით არ აიღებ სახელმწიფოზე პასუხისმგებლობას, შენ დაკარგავ თავისუფლებას- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 15:24, 17 Jun, 2016     1426
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორია გახსნა და საჯარო ლექცია წაიკითხა.

საჯარო ლექციაზე „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ“ გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის 25 წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საზოგადოების წინაშე მდგარ ამოცანებზე, პოლიტიკურ პროცესებში თითოეული მოქალაქის ჩართულობაზე და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არ წავა არჩევნებზე და არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას.

„ერთერთი მთავარი ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გადადგას საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირებაა.

ამ პროცესის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი, პოლიტიკური სისტემის მმართველობის ფორმირებაა.

ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები არ არის უბრალოდ არჩევნები პოლიტიკოსებს შორის, ეს არჩევნები არის არჩევნები ჩვენი თავისუფლებისათვის.

ჩვენ უნდა დავინახოთ, ვის ვაძლევთ ხელში მართვის ბერკეტებს. დავავალოთ მათ - როგორ მართონ და პასუხი მოვთხოვოთ - როგორ მართავენ სისტემას.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობს, რომ არ წავლენ არჩევნებზე, ან მათ არ აქვთ გადაწყვეტილი ვის მისცენ ხმა, ან, მათ არ აინტერესებთ პოლიტიკა. ეს არის ერთერთი მთავარი პრობლემა ჩემთვის.

მოქალაქის პასუხისმგებლობა, გარდა იმ ვალდებულებებისა, რომ დაიცვას კანონი, არის დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური სისტემის ფორმირება.

ვერ იქნები დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი მოქალაქე, თუ არ აიღებ სახელმწიფოზე პასუხისმგებლობას. თუ შენ ამ პასუხისმგებლობას გაექცევი და იტყვი, რომ პოლიტიკა არ გაინტერესებს, იტყვი რომ პოლიტიკა ბინძურია, იტყვი რომ არცერთი პოლიტიკოსი არ მოგწონს, იტყვი, რომ ეს შენი საქმე არაა, იცოდეთ რომ აი ამ მომენტში, თქვენ, კარგავთ თქვენ თავისუფლებას და გარდა ამისა, თქვენ უკარგავთ თავისუფლებას თქვენს თანამოქალაქეებს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხშირად პოლიტიკოსების მიმართ საზოგადოებაში აპათიაა და სვამენ კითხვას, რომ როცა არცერთი პოლიტიკოსი არ მოსწონთ რატომ უნდა წავიდნენ არჩევნებზე.

„არჩევნები ფაქტია. არჩევნები შედგება და თითოეული ხმა, რომელიც არ იქნება დაფიქსირებული ამა თუ იმ პოლიტიკოსის მიმართ, ფიქსირდება თავისუფლების წინააღმდეგ, ფიქსირდება იმ პოლიტიკური ჯგუფების კონტექსტში, რომლებსაც აწყობთ, რომ ამომრჩეველი იყოს აპათიური“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, წელს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის 25 წლისთავს აღნიშნავს. საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და დღეს მთელი საზოგადოების მიზანსა და ამოცანას თავისუფლებისაკენ სწრაფვა წარმოადგენს.

„თავისუფლება მდგომარეობს იმაში, რომ შენი აზრის გვერდით, სხვისი აზრის არსებობის მნიშვნელობა აღიარო.

სამწუხაროდ, როდესაც ვაჯამებთ დამოუკიდებლობის 25 წელს, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ დაპირისპირებას.

ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსთა ჯგუფებს, პარტიებს რომლებსაც მიაჩნდათ, რომ მეორე მხარე საერთოდ უნდა გაექროთ და არ უნდა არსებულიყო, რათა მარტო ისინი ყოფილიყვნენ ერთადერთი სიმართლის და ჭეშმარიტების მატარებელი პოლიტიკური ძალა.

არამარტო პარტიებში, საზოგადოებრივ დისკუსიებშიც ასე იყო, მაგრამ საზოგადოების ძალას ხედავ იმაში, რომ შენ აი იმ მეორე მხარეს გააერთიანებ შენთან, რაღაც კომპრომისზე წახვალთ ორივენი და ქვეყანას არ შეარყევთ ისე როგორც არაერთხელ შეგვირყევია. აი, ეს არის საზოგადოება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სწორედ თავისუფლებისაკენ სწრაფვის კონტექსტში განიხილება საპარლამენტო არჩევნები და თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა.

პრეზიდენტმა საჯარო ლექციის შემდეგ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს, ოკუპირებულ ტერიტორიებს, ევროინტეგრაციას, ეკონომიკურ რეფორმებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42