გენერალური შტაბის უფროსი „ანაკონდა 2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო
პოლიტიკა - 14:19, 17 Jun, 2016     1246

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვიზიტად პოლონეთში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ანაკონდა 2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო. საპატიო სტუმართა დღე პოლონეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ცენტრში „დრავსკო პომორსკიეში“ გაიმართა.

სწავლების მიმდინარეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრები და გენშტაბის უფროსები აკვირდებოდნენ. სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის პოლონელმა, ალბანელმა, ბულგარელმა, რუმინელმა, ლიტველმა, მაკედონელმა და შვედმა სამხედროებმა საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს. ღონისძიება სპეციალური ოპერაციების ძალების შესახებ პრეზენტაციით დასრულდა.

გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად პოლონეთში იმყოფებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი და დასავლეთ მიმართულების სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სწავლების დახურვის ოფიციალურ ცერემონიალსაც დაესწრნენ.
სამხედრო სწავლება „ანაკონდა 2016“ აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი მრავალეროვნული ღონისძიებაა, რომელიც პოლონეთში ტარდება. სწავლების მიზანი პოლონური სამხედრო ძალების და ძალოვანი სტრუქტურების გაწვრთნა და მოკავშირეების ძალებთან და მრავალეროვნულ გარემოსთან ინტეგრაციაა.

„ანაკონდა 2016“-ში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტი ქვეყნის 31 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ. მონაწილე ქვეყნებია: ალბანეთი, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42