რა წერილებს უგზავნიდა შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ დუნდუას და რა უნდა გადაეცა მას ბიძინა ივანიშვილისთვის?
პოლიტიკა - 14:07, 17 Jun, 2016     3087

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუამ „კვირას“ პრესკლუბში ის წერილები გაასაჯაროვა, რომელსაც შსს-ს, სახელმწიფო შესყიდვებისსამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ბაჯელიძე მას ერთი წლის მანძილზე უგზავნიდა. ბაჯელიძე წერილების საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას ითხოვდა.

„მე არ მინდა, რომ ის ფარსი, რომლის განხორციელებასაც ბაჯელიძე და მისი დამქაშები ცდილობდნენ, შოუდ ვაქციო. ამიტომაც, ყველა წერილი, რომელიც მანგადმომიგზავნა, მინდა, რომ გავასაჯაროვო. ეს წერილები, მე ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა გადამეცა. ყველა ფაქტი, რომელიც ამ წერილებშია მოთხრიბილიღია და საჯაროაა. ამ ინფორმაციას მთავრობა და სხვადასხვა უწყებები ღიად, დოკუმენტალურად აქვეყნებენ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ამ ინფორმაციასინტერენტითაც გაეცნოს. ის არ შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ეს საჯარო ინფორმაცია ვინმესთვის კონფიდენციალურადგადამეცა. ტექნიკურადაც შეუძლებელია, თუმცა მე ეს არ გამიკეთებია და არც ვიზამდი.

როგორ შეიძლება, მე გამომიგზავნონ წერილი ბიძინა ივანიშვილის სახელზე და მე ეს მას გადავუგზავნო? ვისაც უნდა წერილის მიწერა ვინმესთვის, არსებობსფოსტა, წერილის გადაცემის ათასი საშუალება. ბაჯელიძემ განაცხადა, რომ მან არაერთხელ სცადა სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის გადაცემა, მაგრამვერ მიაწოდა. მინდა ახსნას ბაჯელიძემ თუ როგორ ეცადა და ვერ მიაწოდა. მივიდა კანცელარიაში, პროკურატურაში და არ ჩაიბარეს ეს წერილები, გააგზავნაელ.ფოსტით და ელექტროენერგია გაითიშა თუ რა მოხდა? როგორ შეიძლება, რომ გინდოდეს ინფორმაციის მიწოდება ოფიციალური სტრუქტურებისთვის დაეს ვერ მოახერხო. ეს ტექნიკურად შეუძლებელია და სიცრუეა“, - განაცხადა დუნდუამ.

დუნდუას განცხადებით, წერილებში სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერების საკითხები იყო განხილული. ასევე რუსთავი 2- ისა და საქართველოს ლატარიის კომპანიას შორის მომხდარი თითქოსდა უკანონო გარიგება, რაშიც ბაჯელიძის თქმით მილიონობით ლარი იფლანგებოდა. დუნდუას მტკიცებით, ბაჯელიძე კორუფციაში აბსოლიტურად ყველა სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებდა.

შეკითხვაზე თუ რის მიღწევას ცდილობდნენ სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ბაჯელიძე და „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე, დუნდუამ განაცხადა, რომ პირველ რიგში ელიტური კორუფციის იმიტაციის შექმნას.

„ ელიტარული კორუფციული ფონის იმიტაციას. საზოგადოება შეიძლება შევიდეს შეცდომაში და იფიქროს, რომ სიტყვა ტენდერის გარეშე განხორციელებული ხელშეკრულება რაღაც დანაშაულია, მაგრამ არამცდა არამც, რადგანაც ტენდერის გარეშე შესაძლოა განხორციელდეს კონტრაქტი, მთავრობის გადაწყვეტილებით ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. შეუძლებელია, რომ ყველა პროცესი და ყველა ხელშეკრულება ტენდერის მეშვეობით განხორციელდეს. არის მიზანშეწონილობის საკითხი და ეს მთავრობის განკარგულებით წყდება.“,-განაცხადა დუნდუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42