მთავრობამ უმოქმედობით თუ ქმედებით საერთოდ შეაფერხა უვიზო მიმოსვლის საკითხი- მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“
პოლიტიკა - 13:42, 17 Jun, 2016     1628
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ განცხადებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არათანმიმდევრული და არაეფექტურია. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მიღების გაჭიანურება, მთავრობის არაეფექტური საგარეო პოლიტიკის შედეგია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ მოხდა ევროპის შესაბამის სტრუქტურებში ლობისტურ წრეებთან კოორდინაცია და მუშაობა.

მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების ნეგატიური დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი, მედიის თავისუფლების ხელშეუხებლობის დარღვევა და რიგი საკითხები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებში.

მოძრაობის „ სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის განცხადებით, „მთავარი ამოცანაა ხალხსა და უცხოელ პარტნიორებში ქართული სახელმწიფოსადმი რწმენის აღდგენა. ჩვენი გუნდი დიდი ხნის წინ აფრთხილებდა ხელისუფლებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელიც არათუ შეეცადა ბოლომდე მიყვანილი საქმე დაემთავრებინა არამედ თავისი უმოქმედობით თუ ქმედებით საერთოდ შეაფერხა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი. სახელმწიფომ ფაქტიურად დაკარგა ბოლო 4 წელი და ის უდიდესი სამუშაო რომელიც ქვეყანამ გაიღო უვიზო რეჟიმის მისაღებად. არ უნდა ხდებოდეს საჭირო დაჩქარებული წესით პრემიერ მინისტრის გამგზავრება გერმანიაში ამ საკითხის მოსაგვარებლად. ეს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს და მის მუშაობას აკნინებს. რას აკეთებენ ამ დროს ჩვენი საელჩოები და წარმომადგენლები ევროპაში?! ეს იმის დასტურია რომ ჩვენ პრობლემები გვაქვს საგარეო მიმართულებით.“ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ლიდერი პაატა ბურჭულაძე და გიორგი რუხაძე რამდენიმე დღეში ბრუსელსა და სტრასბურგს ეწვევიან, სადაც პირადად შეხვდებიან ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს დიპლომატ კოლეგებს.

სახელმწიფომ დიპლომატიური კორპუსისა და სხვა საშუალებებით აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ევროპულ ორგანიზაციებთან და სახელმწიფოებთან. უნდა გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ბოლომდე მიიყვანს - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42