გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 5 თანამშრომელი ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლა.
,,ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, სამსახურიდან დასაბუთების გარეშე გათავისუფლდნენ: ზაალ გუდაძე, გიორგი აფციაური, ანი პაპელიშვილი, სოფო ოთინაშვილი, მედეა მაზარაშვილი.
ხუთივე მათგანი ილია მეტრეველის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.
ილია მეტრეველს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრები არაადეკვატურს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგეს.
საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ მეტრეველმა თანამშრომლები მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი შტატში ჩასვას, რადგან ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამ დრომდე გორის საკრებულოს თავმჯდომარის შტატგარეშე მრჩეველია.
მასალის გამოყენების პირობები






