13 ივნისის წყალდიდობის დროს დაზარალებული ოჯახი მერიამ ღია ცის ქვეშ დატოვა
პოლიტიკა - 12:20, 17 Jun, 2016     2453

ხმაური იყო დღეს წყნეთის ხევის ქუჩაზე, საიდანაც 13 ივნისის წყალდიდობით დაზარალებული ოჯახი იძულებით გაასახლეს.

გუბელაძეების ოჯახი საცხოვრებელი ვაგონიდან აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებით იძულებით გაიყვანეს, ვაგონი კი სადაც ოჯახი ბოლო ერთი წელია ცხოვრობს დაშალეს.

გუბელაძეების განცხადებით, ტერიტორია მათ საკუთრებაში იყო, მერია კი ამ დრომდე კომპენსაციას არ უხდიდა.

„არანაირი ყურადღება არ მოგვაქციეს, ალბათ არც კითხულობდნენ. ახლა როცა იძულებული გავხდით ამ გზისთვის მიგვემართა, მოგვადგნენ და გვასახლებენ,“ - განაცხადა გუბელაძემ.

გასახლების პროცესს დღეს ზედამხედველობის სამსახურიც აკვირდებოდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ გუბელაძეებს აღებული აქვთ კომპენსაცია ზარალის შესაბამისად.

„18 აპრილს დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოება ამასთან დაკავშირებით, განესაზღვრა 10 დღიანი ვადა მშენებლობის უნებართვო კონსტრუქციის განთავსების გამოსასწორებლად. ვადის გასვლის შემდეგ სამსახურის თანამშრომლებმა გადაამოწმეს, არ იყო გამოსწორებული სამართალდარღვევა. შესაბამისად, სამსახურის მიერ 27 მაისს მიღებულ იქნა დადგენილება, რომლითაც დაჯარიმდა ქალბატონი ბელა გუბელაძე,“- განმარტა თამაზ ჯაყუნაშვილმა.

გუბელაძეების ვაგონიდან გამოსახლების ფაქტს, თბილისის მერი გამოეხმაურა. დავით ნარმანია ამბობს, რომ გუბელაძეების საკუთრებაში აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული არც ერთი მიწის ნაკვეთი არ იყო.

მერის განმარტებით, კომპენსაციის საკითხი არ განიხილება. თუმცა, თბილისის მერია იმსჯელებს საკითხზე და მათთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებაზე.

„ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილი წესით მას გაუგზავნა გაფრთხილება. მას არ ეკუთვნის ეს ტერიტორია, ამ ტერიტორიაზე დატბორვის ზონაა და შესაბამისად, ცხოვრება არის შეუძლებელი. გარდა ამისა, როცა სტიქია მოხდა, ეს ვაგონი იქ არ იდგა, მან თვითნებურად მოიტანა და ჩადგა ის ვაგონი, როგორც ჩვენთვის ცნობილია. ამიტომ, ის დადგენილ წესებს არ ექვემდებარება და აუცილებელია მისი დემონტაჟი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42