„ვაფასებთ საქართველოს მთავრობის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში“- ცენტრალურ აფრიკელი პროკურორი
პოლიტიკა - 12:23, 17 Jun, 2016     1141
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უშუალო საგამოძიებო საქმიანობის დაწყებამდე შეხვედრები ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან გამართა. მოლაპარაკებების პროცესში საგამოძიებო ჯგუფს მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აფრიკის კავშირში ვახტანგ ჯაოშვილმა გაუწია.

„სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ საგამოძიებო საქმიანობაში დახმარებისთვის. მნიშვნელოვანი იქნება სავარაუდო მსხვერპლს შევხვდეთ. ეს საკითხი ჩვენც ისევე გვაღელვებს, როგორც თქვენ“ - ამ სიტყვებით დაიწყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა გრისლენ გეზენგემ ქართულ მხარესთან შეხვედრა. აფრიკელმა პროკურორმა საქართველოს დელეგაციას გამოძიების ადგილზე წარმართვისთვის სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც საგამოძიებო საქმიანობის ადგილზე ჩატარებით დაინტერესდა. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება პროცესში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჩართულობაზე და ბანგიში საგამოძიებო საქმიანობის ჩატარების მოთხოვნისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ტექნიკური დეტალებიც გაიარეს და შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო საქმიანობა სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვის, ფოტოსურათებით ამოცნობისა და ჩვენების ადგილზე შემოწმებით წარიმართება.

უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე საქართველოს საგამოძიებო ჯგუფმა შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF), ქალ იურისტთა ასოციაციისა და ორგანიზაცია „ტაიდის“ მდგრადი განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ და, სწორედ, მათ მიერ გავრცელდა ინფორმაცია უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ.

ქართულმა მხარემ აფრიკული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქართული კანონმდებლობა გააცნო. მხარეებმა საერთაშორისო სამართლის ნორმებიც განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ შესაძლო დაზარალებულების დაკითხვის პროცესი ბავშვთა უფლებების სრული დაცვითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდებოდა.

ქართულმა მხარემ აფრიკელ არასამთავრობოებს გარანტიაც მისცა, რომ შესაძლო დაზარალებულების დაკითხვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩაივლიდა. სწორედ, ამ მიზნით საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში ფსიქოლოგი და საერთაშორისო სამართლის ექსპერტი შედიან.
ბავშვთა უფლებების დაცვაზე მომუშავე აფრიკული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეკითხვები, ძირითადად, დაკითხვის მსვლელობას შეეხებოდა. მათ ასევე აინტერესებდათ, ჰქონდათ თუ არა ქართველ გამომძიებლებს როდესმე დაზარალებულ ბავშვებთან ურთიერთობა. არასამთავრობოების მთავარი მოთხოვნა კი, შესაძლო დაზარალებულთა დაკითხვის პროცესის დახურულად წარმართვა იყო.

ქართულმა მხარემ ბანგიში გაეროს მისიის წარმომადგენლებთანაც შეხვედრა გამართა და ადგილზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების გეგმა გააცნო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გაეროს მისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასწარ შერჩეულ სპეციალურ ადგილზე ჩატარდებოდა, რომელიც დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42