ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია თბილისში 1-5 ივლისს გაიმართება
პოლიტიკა - 11:54, 17 Jun, 2016     1639

1-5 ივლისს საქართველოს დედაქალაქი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრად გადაიქცევა. თბილისი ხუთი დღის განმავლობაში მსოფლიოში უსაფრთხოების უდიდესი რეგიონული ორგანიზაციის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლებს თემით: „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ფორუმს 700-ზე მეტი სტუმარი დაესწრება მისი წევრი 57 ქვეყნიდან. ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე, რომელსაცეუთოს გენერალური მდივანი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები, ვიცე-სპიკერები და კანონმდებლები დაესწრებიან, ეუთოს ქვეყნების სივრცეში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ადამიანის უფლებების სფეროში არსებულგამოწვევებს და მიგრაციის გლობალურ პრობლემებს განიხილავენ. საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება ყოვლისმომცველი და ისტორიული „თბილისის დეკლარაციის“ მიღებით დაასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ყოველწლიური სესია ორ მნიშვნელოვან თარიღს ემთხვევა - 2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 25 წლისიუბილეს აღნიშნავს, საქართველო კი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავს ზეიმობს.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი აღნიშნული ფორმატის შეკრებას საქართველო პირველად უმასპინძლებს, რაც პოლიტიკურ რუკაზე ქვეყნის ავტორიტეტსა და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. საპარლამენტოფორუმი საქართველოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კიდევ უფრო წინ წამოწევის შესაძლებლობას მისცემს. ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საორგანიზაციო დამოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმის დაწყებამდე ორი კვირაა დარჩენილი.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება 1-5 ივლისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42