საყოველთაო ჯანდაცვა 6 თვეში 24 მლნ ლარით გაირღვა- ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 11:51, 17 Jun, 2016     2119

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვა 6 თვეში 24 მლნ ლარით გაირღვა.

„6 თვის ბოლომდე კიდევ 2 კვირაა დარჩენილი და ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე ამოწურა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 6 თვის 308 მლნ ლარის ბიუჯეტი. დარჩენილ 14 დღეში მას დაახლოებით 24 მლნ ლარის დამატება სჭირდება.

ამ თანხას დავით სერგეენკო ტრადიციულად სამინისტროს მეოთხე კვარტალის ასიგნებებს მოაკლებს და ამჟამინდელ დეფიციტს ამით ამოავსებს, მაგრამ ამით მხოლოდ გაამწვავებს იმ პრობლემას, რომელთან გამკლავება წლის ბოლოს უკვე სხვა მთავრობას და სხვა მინისტრს მოუწევს.

დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შექმნილი პრობლემა კი აღიარა, თუმცა მდგომარეობის გამოსწორების გეგმის შემუშავება-განხორციელება არ შეუძლია.ჯანდაცვის მინისტრს არ გადაუდგამს რაიმე კონკრეტული ნაბიჯი, რაც იმის ვარაუდის საფუძველს მოგვცემდა, რომ მომდევნო თვეებში ხარჯვა უდეფიციტო იყოს. შესაბამისად, წელსაც - ისევე, როგორც 2015 წელს - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მინიმუმ 75-80 მლნ ლარის დამატება დასჭირდება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეფიციტის ზომა მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი უწყების საქმიანობას 9-თვიანი პერსპექტივით უყურებს - ანუ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. “ქართულმა ოცნებამ” იცის, რომ არჩევნებს წააგებს და ყველაფერს ამ პერსპექტივით უყურებს: აღარ აინტერესებს, მერე რა იქნება.

აღსანიშნავია, რომ თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დავალიანება სრულად ვერ დაფარა. 2015 წლიდან სამინისტროს კლინიკების მიმართ დაახლოებით 65 მლნ ლარის დავალიანება გადმოჰყვა, რომლის ნაწილი დღემდე არაა გადახდილი.ეს კი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42