გია ვოლსკის თქმით პრეზიდენტის ადმინისტრაციის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე გაკეთებული განცხადებები ერთმანეთს საეჭვოდ გავს:
„საეჭვოა, ზუსტად ისეთი არასწორი ინტერპრეტაციების კეთება მოხდა მაშინ , როდესაც გიგა ბოკერია იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ისტერიკული განცხადებები რომელიც კეთდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ადინისტრაციის და ნაციონალური მოძრაობის განცხადებები ძალიან გავს ერთმანეთს“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ბოკერიას პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტს უკავშირებს, მარგველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის ვიცესპიკერიც:
“ბოკერია - პრეზიდენტის შეხვედრის შედეგია ეს განცხადება. ალბათ, ამ მიზნით იყო მისული ბატონი ბოკერია და გადაწყვეტილების გამოტანიდან მესამე დღეს, პრეზიდენტი აკეთებს ამ განცხადებას. პრეზიდენტის მითითებით ბუნებრივია ვერავინ დაისჯება. ჯერ უნდა გამოვლინდეს თუ იყო დანაშაული და ვის მიერ იყო და ამის შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი ვინმეს სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე“- განაცხადა მანანა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






