"სამოქალაქო აქტიურობა იქნება გადამწყვეტი რომ მივაღწიოთ დამოუკიდებელ სასამართლოს"- ირაკლი ალასანია
პოლიტიკა - 16:10, 16 Jun, 2016     1278
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან "თავისუფალმა დემოკრატებმა" აქცია "უსამართლო სასამართლო" გამართეს. პარტიის ლიდერებმა, მხარდამჭერებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ე.წ. კაბელების საქმეზე 5 უდანაშაულო ჯარისკაცის დაპატიმრების ფაქტი და ქვეყანაში არსებული უსამართლობა გააპროტესტეს.

აქციაზე იყო ლოზუნგები: ‘’სამშობლოს სამსახური არ ისჯება’’,‘’ უსამართლო სასამართლო’’, ‘’თავისუფლება ჯარისკაცებს’’, ‘’არ მიგატოვებთ’’, ‘’არ შეგრჩებათ’’. საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ლიდერები, ‘’კაბალების საქმის’’ ადვოკატები და მსჯავრდებულების ოჯახისწევრები. მათ სააპელაციო სასამართლოს მოუწოდეს, რომ არ შეასრულოს ხელისუფლების დაკვეთა და მხოლოდ და მხოლოდ სამართლის ნორმებით იხელმძღვანელოს.

ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების ადვოკატებმა უკვე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

"თავისუფალმა დემოკრატებმა" დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, რათა პრეზიდენტს მსჯავრდებულთა შეწყალების თხოვნით მიმართონ.

აქციაზე, ირაკლი ალასანიამ ციხეში მყოფ სამხედროებს მიმართა და განაცხადა, რომ საზოგადოების ერთად დგომით და ზეწოლით უდანაშაულო ჯარისკაცების ტყვეობიდან გამოხსნა მოხდება და ‘’უსამართლო სასამართლოს’’ ამ გადაწყვეტილებას არც ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ და არც საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება.

"სასამართლო რომ თავისით გათავისუფლდეს, ეს ამ ხელისუფლების ხელში არ მოხდება, ამიტომაც გვაქვს აქცია "უსამართლო სასამართლო" და დარწმუნებული ვარ, რომ მურუსიძის ხელში ასეთად დარჩება, თუ ჩვენ არ შევცვალეთ. სამოქალაქო აქტიურობა იქნება გადამწყვეტი იმისთვის, რომ მივაღწიოთ დამოუკიდებელ სასამართლოს"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42