საქართველოს პრეზიდენტი მედიაკონფერენციას დაესწრო
პოლიტიკა - 13:18, 16 Jun, 2016     1220
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპული ჟურნალისტიკის ტრეინინგასოციაციის (EJTA) ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო, რომლის მთავარი თემაა „მედიაწიგნიერება - ახალი რეალობა“.

ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში მედიის როლზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული ქვეყნის წინაპირობა დამოუკიდებელი მედიაა.

„ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილეები, რომელსაც სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის განვითარება ჰქვია. ეს პროცესები დიდადაა დამოკიდებული დამოუკიდებელ მედიაზე.

მედია ასრულებს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების განვითარებასა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ქართველი ხალხი დიდი ინტერესით არის განწყობილი მედიისა და პოლიტიკის მიმართ. ისინი დაინტერესებული არიან იმ რეპორტაჟებით, რომელსაც ჟურნალისტები ამზადებენ; იმ დისკუსიებითა და კითხვებით, რომელსაც მედია პოლიტიკოსებს უსვამს.

ხალხს უყვარს მედიის წარმომადგენლები. საზოგადოებას არ ვუყვარვართ ჩვენ - პოლიტიკოსები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკაში და აინტერესებთ ის, თუ როგორ ვითარდება საზოგადოება. სწორედ ეს პროცესი არის გარანტია ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, როდესაც ურთიერთობ მედიასთან, ეს რეალურად ნიშნავს, რომ შენ ურთიერთობ საზოგადოებასთან.

„მედიას შეუძლია პირდაპირ მოგაწოდოს ინფორმაცია, თუ რას ფიქრობს საზოგადოება. როგორც პოლიტიკოსს ყოველთვის გაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მაგრამ არასოდეს იცი რეალურად რას ფიქრობენ ისინი. ამიტომაც ჟურნალისტებს აღიქვამ იმ ადამიანებად, რომლებსაც მოაქვთ ჩვენამდე ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

ჩემზე ყოველთვის დიდ შტაბეჭდილებას ახდენდა მედიის განვითარების, ჩვენი მედიის საქმიანობის დონე, თუ რაოდენ კარგად არიან ერუდირებული ჩვენი ჟურნალისტები, რაოდენ კარგად არიან ისინი მომზადებული ინტერვიუსათვის. საქართველოში ამას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მედია დემოკრატიის მამოძრავებელი ერთერთი ძალაა“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.

EJTA-ს ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით დღეს გაიხსნა, პირველად ტარდება საქართველოში. მასში მონაწილეობენ ქართველი, ევროპელი და ამერიკელი ჟურნალისტები, მედიის მკვლევარები და მედიასკოლების წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს მიერ საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისათვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულიც გამოვლინდება, რომელსაც პრიზს პულიცერის პრემიის მფლობელი და პრიზის თანაავტორი, ჯოშუა ფრიდმანი გადასცემს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42