თინათინ ხიდაშელი ალექსანდერ ვერშბოუს შეხვდა
პოლიტიკა - 12:11, 16 Jun, 2016     762
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დასრულდა. ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

„გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე ვარშავის სამიტის შესახებ ვისაუბრეთ. მთავარი თემა იყო ის კომუნიკე, რომელიც სამიტის შედეგად უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ. განვიხილეთ საკითხები, რომლისგანაც ველოდებით პროგრესს, პროექტები, რომლის განხორციელებაც, სწორედ, ვარშავის სამიტის შემდეგ უნდა დაიწყოს საქართველომ. იქნება ბევრი საინტერესო სიახლე, მთელი რიგი ახალი თემების, ახალი ინიციატივების, რომლებიც ამ საუბრებისა და შეხვედრების შედეგად საბოლოო ჯამში წევრების ერთიანობის პირობებში უნდა გახდეს ვარშავის სამიტის მონაპოვარი - საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის. ერთი რამ, რაც შეგვიძლია, აბსოლუტურად ცალსახად ვთქვათ, არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა სამიტიდან გაცილებით მეტი შესაძლებლობებითა და ორმხრივი პროექტებით დატვირთული და თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით უფრო გაძლიერებული გამოვა. მიმდინარეობს საუბარი პოლიტიკურ კონტექსტზე, დეკლარაციის პოლიტიკურ ნაწილზეც და იმედი გვაქვს, ამ კუთხითაც გვექნება წარმატება. თუმცა, მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ დავუსახეთ ვარშავის სამიტს, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები, ადვილად გასაგები და ასახსნელი პროგრესი“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონელ, ხორვატ, თურქ და უკრაინელ კოლეგებსაც შეხვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42