ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების და ენერგეტიკის საკითხებს იხილავდა კომპანია Frontera Resources-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სტივ ნიკანდროსმა საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე ისაუბრა და საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა. ნიკანდროსის თქმით საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ბუნებრივი რესურსების განვითარებას ხელს არ უწყობს:
“საქართველოში აღმოვაჩინეთ დიდი რაოდენობის ბუნებრივი აირი, რაც მზად იქნება ბაზრისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და ინოვაციების წახალისება. ამის გასაკეთებლად კი საჭიროა მთავრობა, რომელიც მთელს ძალას ახმარს რეფორმებს. ადრე ვიღაცამ აღნიშნა რომ ენერგეტიკის სამინისტროები მიმზიდველია კორუფციისთვის, რადგან ამ უწყების მეშვეობით ბევრი ფული გადის, უკრაინაში ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებისკენ, საქართველოში კი საპირისპირო ხდება. იქ ჩვენ ვხედავთ ენერგეტიკის სამინისტროს, რომელსაც სხვა მიზნები აქვს და სხვადასხვა მიზეზებით არ სურს მის ქვეყანაში ბუნებრივი რესურსების განვითარება წაახალისოს“- განაცხადა სტივ ნიკანდროსმა.
მასალის გამოყენების პირობები






