კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით“ გათვალისწინებულ ყველაძირითადი პრიორიტეტი, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საქართველოსა-ევროკავშირს შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, მრეწველობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, რეგიონული განვითარება, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, მეცნიერებადა ტექნოლოგიები, განათლება და კულტურა, ახალგაზრდობის საკითხები და ა.შ.
საუბარი ასევე შეეხება ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმებს. კომიტეტის სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის როლს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიარსებულ ვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები






