ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 10:10, 16 Jun, 2016     1272
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროჯენევაში გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებიდა ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებშიმონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. მეორე სამუშაო ჯგუფში,იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დარბაზი დატოვეს. აღნიშნულ ფაქტს საქარტველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თემების ისევე, როგორც ზოგადად, მოლაპარაკების პრინციპების მიმართ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებად აფასებს:

„2016 წლის 15 ივნისს შედგა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდი. გაიმართა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაცმოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილესსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლომეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულდაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებიდა ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებშიმონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილვა შედგა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში,იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას ადამიანისუფლებებისა და ჰუმანიტარული თემების ისევე, როგორც ზოგადად, მოლაპარაკების პრინციპების მიმართ.

მონაწილეებმა საქართველოდან ორივე სამუშაო ჯგუფში მწვავედ დააყენეს 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საკითხი. ქართულმა მხარემ მონაწილეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა მკვლელობის ფაქტზე და კატეგორიულად მოითხოვა დამნაშავის დაუყოვნებლივ დაკავება, რასაც მხარი დაუჭირეს თანათავმჯდომარეებმა და დანარჩენმა მონაწილეებმა. სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არგააჩნდათ ღირებული ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ 6 ივლისს გალში ინციდენტებისპრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა მეტ სიცხადეს შეიტანს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის საქმეში.

პირველ სამუშაო ჯგუფში დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმევითარება, მათ შორის, მილიტარიზაციის, უკანონო სამხედრო წვრთნებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისპროცესები. ამ ფონზე ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისშესრულებისაკენ და მოითხოვა საქართველოს მიერ ცალმხრივად არაერთხელ აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციის მიერძალის არგამოყენების მკაფიო დადასტურება, რაც გარანტირებული უნდა იქნას ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისომექანიზმებით.

ქართულმა მხარემ ორივე სამუშაო ჯგუფში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“აღმნიშვნელი ნიშნებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობისფუნდამენტურ უფლებებს. მწვავე დისკუსია შედგა ასევე ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეებისდაკავებისა და გატაცების შემთხვევებზე. მონაწილეებმა საქართველოდან მოითხოვეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი და უსაფრთხოგადაადგილების უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა, რისი აუცილებლობაც კიდევ ერთელ დაადასტურა ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ საოკუპაციოხაზთან ჩადენილმა მკვლელობამ.

მეორე სამუშაო ჯგუფში განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთულიმდგომარეობა. ხანგრძლივი დისკუსიის საგანს წარმოადგენდა აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისპრობლემა. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე საკითხის მოსაგვარებლად ქმედითი ზომების გატარებისაუცილებლობას.

მონაწილეებმა საქართველოდან ვრცლად ისაუბრეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების მნიშვნელობაზე. რუსეთისფედერაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა საკითხის ტრადიციულ პოლიტიზებას, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იძულებით გადაადგილებულპირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღების საბაბით. აღსანიშნავია, რომ თანამოდერატორებმა ისევე, როგორც აშშ-სწარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს დევნილთა დაბრუნების შესახებ არსებითი განხილვის აუცილებლობას.

13 ივნისს გაიმართა საინფორმაციო სესია კომუნიკაციისა და ტრანსპარენტულობის მექანიზმებზე.

ჟენევის საერთშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2016 წლის 4-5 ოქტომბერს.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42